„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ სტაბილურ დონეზე დაადასტურა

„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ სტაბილურ დონეზე დაადასტურა

access_time2020-02-17 17:10:08

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მმართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.



სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის „Fitch“-ის საპროგნოზო მაჩვენებელი „BB“ კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება.




ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი) სუსტი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ექსპორტი გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ.



ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-თან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და „Fitch“-ის შეფასებით 2019 წელს 4.5% შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ. „Fitch“-ის შეფასებით 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 4.1%, ხოლო 2021 წელს მშპ-ს 4.2% იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად დაფინანსდება წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგრადი დონით, რომელიც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით საშუალოდ მშპ-ს 5%-ის ფარგლებში იქნება.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, ფისკალური მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს. ფისკალურმა დეფიციტმა 2019 წელს 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე ნაკლებია. ამასთან, საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღი და კარგად კაპიტალიზებულია.



გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც აღნიშნულია სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში, სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაგრძელება 2021 წლის აპრილამდე ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკისადმი სანდოობის შენარჩუნებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას საარჩევნო პროცესის პარალელურად. რეიტინგის თანახმად, საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად და ფისკალური კონსოლიდაცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
„Fitch“



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up