Fitch-მა საქართველოს ეკონომიკის რეიტინგი უცვლელად, “BB” დონეზე დატოვა

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკის რეიტინგი უცვლელად, “BB” დონეზე დატოვა

access_time2022-08-01 10:57:13

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. 


პანდემიის დაწყების შემდეგ Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი ანგარიში რამდენჯერმე განაახლა. თავდაპირველად, 2020 წლის აპრილში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი “სტაბილურიდან” “ნეგატიურით” შეიცვალა, ხოლო 2021 წლის აგვისტოში საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურით” შეიცვალა. ახალ ანგარიშშიც ეს მოლოდინი უცვლელია.


Fitch-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა, რაც ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, დაახლოებით, 90,000 მიგრანტის შემოდინებაში აისახა. ამან კი თავისმხრივ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები და ფულადი გზავნილები გაზარდა (+65%), ხოლო რუსეთიდან გზავნილები კი გასამმაგდა.


Fitch-ი მოელის, რომ გაზრდილი გზავნილების ფონზე შემცირდება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის 2022 წლისთვის მშპ-ის 5.1% იქნება, თუმცა ეს მაჩვენებელი BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების მიმდინარე ანგარიშის საშუალო დეფიციტზე (3.5%-ზე) მაღალია.


Fitch-ი წერს, რომ ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის იმპორტის 4.5 თვის მოცულობის ტოლია, ხოლო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული $280 მილიონიანი პროგრამა, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას დამატებითი ლიკვიდობით მოამარაგებს.


Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება ატარებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ შორის რუსული ბანკის აქტივების ცვლილებასა და მინერალური წყლების მწარმოებლის მესაკუთრეებს შორის ცვლილებაში გამოიხატა. Fitch-ი წერს, რომ ოკუპირებული ტერიტორების გამო, საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების მიმართ კვლავ მოწყვლადია, ხოლო რუსეთის მიმართ მთავრობის “ნიუანსურმა” მიდგომამ მოსახლეობის ნაწილში საპროტესტო სენტიმენტები გააღვივა.



საქართველოს პანდემიამდე ფისკალური დისციპლინის ისტორია ჰქონდა; ასევე ქვეყანა აუმჯობესებდა სახელმწიფო საწარმოების მართვას და გამჭვირვალობას. ფისკალური პოლიტიკა თანდათანობით მყარდება, რაც ძლიერ საგადასახადო შემოსავლებს და ვალუტის გამყარებას უკავშირდება. ხელისუფლება გეგმავს, რომ 2023 წლისთვის ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 3%-მდე შეამციროს. ამასთან, იზრდება ქვეყნის საექსპორტო დივერსიფიკაციაც და 2022 წლის იანვარ-მაისში მთავარ საექსპორტო ბაზარს ჩინეთი წარმოადგენს.


საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ფხიზელ მიდგომას, მან ქვეყნის ეროვნულ ვალუტას მისცა შესაძლებლობა შთაენთქა საგარეო შოკი და არ ჩაერია მის მერყეობაში, რომელიც თებერვლის შემდგომ 11%-ით გამყარდა. სებ-მა გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ პოლიტიკის განაკვეთი 50 ბპ-ით 11%-მდე გაზარდა.


ზრდის მკვეთრი აღდგენა: ტურიზმის რიცხვის სოლიდური ზრდით (234.5% წლიურად), სტაბილური შიდა მოხმარება, პოზიტიური წმინდა ექსპორტი და ფულადი გზავნილები. მათ ფონზე მშპ-ს რეალური ზრდა პროგნოზირებულია 10.9%-ით 2022 წელს. 2023 წლისთვის Fitch-ი ქვეყანაში 5.3%-იან ზრდას, 2024 წელს კი 4.7%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადახურების ზოგიერთი რისკი აშკარაა, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ბინების იჯარით გაცემის სფეროებში, რაც ფასების მატებაში აისახა.


Fitch-ის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და კარგად კაპიტალიზებულია. ქვეყანაში სესხების დოლარიზაცია 49%-ია, რაც 2021 წლის ბოლოსთან შედარებით თითქმის უცვლელია, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 59%-ია, რაც წლის დასაწყისთან მიმართებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.


Fitch-ი მოელის, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 11.5% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი წლის განმავლობაში გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდება.


Fitch-ი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველობის ინდიკატორებით საქართველოს აქვს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ამ მხრივ ქვეყნის პოზიციები ბოლო წლებში შემცირებულია. ასევე არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან, რომელზეც რუსეთთან და EU-სთან ურთიერთობა გამყოფი საკითხებია.


ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ პოლიტიკა დროთა განმავლობაში საქართველოს სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნეს გარემოს ტვირთად დააწვეს, - წერს Fitch-ი.


წყარო: https://bm.ge

თეგები:
Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up