Fitch-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი  გააუმჯობესა

Fitch-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა

access_time2021-07-28 09:55:14

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა  ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და (IDR) სტაბილურად შეაფასა.


რეიტინგის გაუმჯობესება ძირითადად განაპირობა 2021 წლის განმავლობაში კრისტალის გაზრდილმა წვდომამ უცხოურ დაფინანსებაზე, რამაც თავის მხრივ უზრუნველყო რეფინანსირების რისკის შემცირება. სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა (IFI) და ადგილობრივი ბანკების მზადყოფნამ, რომ განაგრძონ კრისტალთან უწყვეტი თანამშრომლობა და გასცენ ახალი საკრედიტო რესურსები, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეიტინგის გაუმჯობესებას. 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, კრისტალმა 120 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო, საიდანაც 52% საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე მოდის.


მინიჭებული რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით განისაზღვრა და ნათლად ასახავს კომპანიის წამყვან პოზიციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე, რაც თავის მხრივ  განპირობებულია კომპანიის აქტივების ხარისხით, მომგებიანობით და კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით.



ანგარიშში აღნიშნულია, რომ რისკების პროაქტიული მართვით, კრისტალმა ეფექტურად შეძლო COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე აქტივების ხარისხის შენარჩუნება, რაც დიდწილად პანდემიის პერიოდში მომხმარებლებისთვის მხარდამჭერი ღონისძიების გატარებით იყო განპირობებული. კერძოდ, კომპანიამ 2020 წლის მე-2 კვარტალში კლიენტებს სესხებზე 3-თვიანი მორატორიუმი შესთავაზა. შედეგად, 2021 წლის მაისისთვის NPL მაჩვენებლის 7,6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა (ნაცვლად მოსალოდნელი 15%-ისა).  ამავდროულად, კრისტალმა შეძლო მოგების გაზრდა შესაძლო საკრედიტო დანაკარგების რეზერვის შემცირებითა და მცირე, მაგრამ უფრო მაღალპროდუქტიულ სესხებზე გადართვით. შედეგად, კომპანიის წმინდა მოგებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა. მომგებიანობის ეფექტური მართვა ასევე დადებითად აისახა კაპიტალის ადეკვატურობაზე (CAR), რომელმაც 2021 წლის მაისის მდგომარეობით, 18,89% შეადგინა (საზედამხედველო ბარიერზე 5,59%-ით მეტი).


„კრისტალი Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში.  საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამავე დროს  გვეხმარება ხელსაყრელი პირობებით მოვიზიდოთ მეტი ფინანსური რესურსი და ამით შესაძლებლობა მივცეთ  მომხმარებლებს ისარგებლონ კრისტალის კონკურენტული პირობებით, განავითარონ ბიზნესსაქმიანობა, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური პანდემიით გამოწვეული  კრიზისის ფონზე“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.


ინფორმაციისთვის, კრისტალს Fitch-ის რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა. 2019 წელს Fitch-ის მიერ კრისტალისთვის მინიჭებული გრძელვადიანი B რეიტინგის საფუძველზე, კომპანიამ წარმატებით განახორციელა არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისია.


კომპანიისთვის საკრედიტო რეიტინგის დადასტურება ხელს შეუწყობს 2021 წელს უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ განვითარებას.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up