2020 წელს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3,9%-ით შემცირდება- ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი თავის ანგარიშში პროგნოზირებს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები „უპრეცენდენტო სიღრმის“ რეცესიას გამოიწვევს. მათივე თქმით, ის იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე 2009 წლის გლობალური კრიზისი.
სააგენტოს პროგნოზით, ევროკავშირის ეკონომიკა 7%-ით, ხოლო ამერიკის 5,9%-ით შემცირდება.
imedinews.ge