სარეიტინგო სააგენტო Fitch საგარეო ვალს საქართველოს სუვერენული რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ შემზღუდავ ფაქტორად ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე მოზიდული სახსრები ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას ქვეყნისადმი, თუმცა რისკებს უქმნის რეიტინგს.
„საქართველოს მიერ მოზიდული სახსრები მშპ-ს 7.8%-ს უტოლდება. ეს თანხა აღემატება 2020 წლის საჭიროებას რაც რეზერვის შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, - წერს სააგენტო და დასძენს რომ ამ რეზერვით ქვეყანა ევროობლიგაციების დაფარვას განიხილავს ნაცვლად მისი რეფინანსირებისა. 500 მლნ ევროს მოვცულობის ობლიგაციების დაფარვა ქვეყანას 2021 წლის გაზაფხულზე უწევს. ობლიგაციების გასტუმრება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს 2.8%-ით შეამცირებს, დეფიციტს კი 2023 წლისთვის მშპ-ს 3%-მდე .
Fitch რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ რისკად მოსალოდნელ არჩევნებსაც ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილია გაურკვევლობა, სწორედ ამიტომ სარეიტინგო სააგენტო ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და პროგნოზებს უკვე არჩევნების დასრულებისას გადახედავს.
Fitch მიმდინარე წელს საქართველოში 4.8%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელის, 2021-ში კი 4.5%-იან ზრდას.
წყარო: GBC