2020 წლის დასაწყისში ნავთობმოპოვების მოცულობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანს ნავთობმარაგები კიდევ 25 წელიწადს ეყოფა. ამის შესახებ Fitch Ratings–ისა და BP–ს ერთობლივი დაანგარიშების შედეგად გახდა ცნობილი.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეთერთმეტე ადგილზეა. მაჩვენებლის მოწინავე სამეულში ქუვეითი, ერაყი და კანადა შედიან.
Fitch–ის მონაცემებით, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის მარაგები 2019 წელს მსოფლიო მარაგების 0,8%–ს შეადგენდა.
აზერბაიჯანმა 2019 წელს 37,5 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვა, ხოლო 2020–ში – 34,6 მლნ ტონა.
gbc.ge