ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მოხდება

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მოხდება

person access_time2016-04-12 11:30:53

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია სავარაუდოდ პროექტ „ახალი ტფილისის" მეორე ეტაპი იქნება. ამის შესახებ „კომერსანტს" პროექტის განმახორციელებელ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, რეკომენდაციაა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს როგორც ფიროსმანის, ისე კარგარეთელის ქუჩებს.


ფონდში აცხადებენ, რომ 2016 წლის თბილისის ბიუჯეტში ამ ორი ქუჩის რეაბილიტაცია განსაზღვრული არ არის, თუმცა იმედოვნებენ, რომ როდესაც 2017 წლის ბიუჯეტი დაიგეგმება, ამ ორი ქუჩის რეაბილიტაცია-განვითარების ხარჯები ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.


„პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში იგეგმება, რომ ფიროსმანის ქუჩა გაკეთდეს, თავისი მუზეუმით. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ფიროსმანის ეზოს. ეს არის ისტორიული უბანი და ყველა შემთხვევაში მას ავთენტურობა შეუნარჩუნდება" -აცხადებენ ფონდში.


ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რა ოდენობის ფინანსური რესურსია საჭირო ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციისთვის. ფონდის ინფორმაციით, დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.


შეგახსენებთ, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციით ჩინელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებულნი. ამის შესახებ „კომერსანტთან"თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გასულ წელს აცხადებდა. 

დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.


ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციით კონცეფციაზე „მენაშენეთა ასოციაცია" და სამშენებლო კომპანია „არსი" მუშაობდნენ.


დღეს სამშენებლო კომპანია „არსის" ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ თუ იქნება ინტერესი „არსი" პროექტში მხოლოდ ინტელექტუალური კუთხით ჩაერთვება.


ფიროსმანის ქუჩის შესაძლო რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის მარტში გახდა ცნობილი.

 

რაც შეეხება პროექტ „ახალი ტფილისს" , ის გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას. პროექტი 2016 წლის თებერვალში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.


პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება.



საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up