ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, აფეთქების შედეგად დაშავებული 5 პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, აფეთქების შედეგად დაშავებული 5 პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

access_time2019-12-07 21:04:36

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათ კლინიკაში 3 პაციენტი იმყოფება.

„ჩვენთან სამი მამაკაცია შემოსული, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთი კი, დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში“,- აცხადებს ქაშიბაძე.

კიდევ ერთი დაშავებული ქალი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს თავის ზედაპირული ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში 60 წლამდე ასაკის ქალია შემოყვანილი, რომელსაც თავის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ჯერ კიდევ ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს“, - აცხადებს ლევან ბესელია.


რაც შეეხება აფეთქებისას დაშავებულ არასრულწლოვანს, ის ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის კლინიკაში განუცხადეს, არასრულწლოვანს სახის არეში და ხელზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. "ესკორაციები დამუშავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე ბინაზე გაეწერება", - განაცხადეს კლინიკაში.

ცნობისთვის, დღეს, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს.






ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up