ფიქტიური სამუშაო ადგილები და დამალული ხარჯები - აიპ-ებში ნათესავებს თანამდებობებზე აფორმებენ

ფიქტიური სამუშაო ადგილები და დამალული ხარჯები - აიპ-ებში ნათესავებს თანამდებობებზე აფორმებენ

access_time2019-05-12 10:05:40

ფიქტიური სამუშაო ადგილები - ა(ა)იპ-ებში ნათესავებს თანამდებობებზე აფორმებენ, რაშიც დიდი ფული იხარჯება. თუმცა ხელისუფლება ამ ამბავს მალავს. „კურიერი“ რამდენიმე არაკომერციული იურიდიული პირის ოფისში იმყოფებოდა.

გურჯაანის კულტურის ცენტრში მისულ გადამღებ ჯგუფს ოთახების დიდი ნაწილი დაკეტილი დახვდა. კაბინეტებს ბოქლომები ადევს. „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ოფიციალურად გაფორმებული 80 ადამიანიდან უმეტესობა სამსახურში მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ კულტურულ საქმიანობას სოფლებში ეწევა.

გურჯაანის კულტურის ცენტრს, სადაც, ოპოზიციის მტკიცებით, ადამიანები ხელისუფლებას ფიქტიურად ჰყავს დასაქმებული და ხელფასს არაფრის კეთებაში უხდის, ახალი უფროსი ჰყავს. ვალერი შოშიაშვილმა არ იცის, რა თანხა იხარჯება ხელფასებზე.

ვალერი შოშიაშვილი 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი და არაერთი ხმაურიანი ინციდენტის მონაწილე იყო. ის დაუპირისპირდა ოპოზიციის მსვლელობას ველისციხეში. „ოცნების“ ხელისუფლებაში პოსტის დაკავებამდე შოშიაშვილი ჯერ თოფაძე მრეწველების სიით ცდილობდა პარლამენტში მოხვედრას, მანამდე კი ნინო ბურჯანაძის პარტიაში ირიცხებოდა.

ა(ა)იპ-ი ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაკომერციული იურიდიული პირია. 2011-დან 2015 წლებში ა(ა)იპ-ების რიცხვი ქვეყანაში იზრდება. ოპოზიციის თქმით, ხალხის ხარჯზე ახალი შავი ხვრელები იქმნება, სადაც მმართველი პარტია მის მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს ასაქმებს, სანაცვლოდ კი ისინი არჩევნებზე ხმებს „ქართული ოცნებისთვის“ კარდაკარ აგროვებენ.

2011 წლისთვის საქართველოში სულ 665 ა(ა)იპ-ი იყო, სადაც 32 ათასი ადამიანი მუშაობდა, 2015 წელს კი ეს რიცხვი გაიზარდა და დასაქმებულთა რიცხვმა 52 ათასს მიაღწია. მათი ხელფასი ხალხს 180 მილიონი ლარი დაუჯდა. ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს ხელისუფლება ოპოზიციას უმალავს.


საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული შტატიანი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 2017 წელს 2 მილიარდ 23 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა. ხელისუფლებამ თვითმართველობების ა(ა)იპების დაფინანსებაზე 17 მილიონ 470 ათასი დახარჯა. ეს ციფრი არარეალურია, რადგან ამ წელს ა(ა)იპებში მხოლოდ სუბსიდიის სახით 300 მილიონი გადაირიცხა, საიდანაც ნახევარზე მეტი ხელფასი იყო.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მონაცემებს აყალბებს იმისთვის, რომ დაფაროს მისივე დანაშაული და საზოგადოებას დაუმალოს, როგორ ჩუქნის ხალხის ფულს მადლობის ნიშნად მმართველი პარტიის ერთგულ ადამიანებს.

დოკუმენტების დამუშავებით ოპოზიციამ დაადგინა, რომ საბუთების გაყალბების რეკორდი ხელისუფლებამ 2015 წელს მოხსნა, როდესაც ციფრები ისე შეცვალა, რომ შრომის ანაზღაურებაში 32 მილიონიანი დანაკლისი რჩება.

ხალხის ფულის პარტიულ აქტივისტებზე ხარჯვის გამო ოპოზიციამ პარლამენტში ფინანსთა მინისტრი დაიბარა. ირაკლი აბესაძე ამტკიცებს, რომ ვანო მაჭავარიანმა დეპუტატების მოტყუება სცადა, რადგან წარმოდგენილ ციფრებში თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების ხელფასები გათვალისწინებული არ ყოფილა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ა(ა)იპ-ები ნაცნობების, მეგობრების, ოჯახის წევრების და პარტიის აქტივისტების დასასაქმებლად ხელისუფლებისთვის ყველაზე საიმედო ადგილია, რადგან არც კონკურსის გამოცხადებაა საჭირო და არც გამოცდების ჩაბარება.


rustavi 2




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up