რა ალტერნატივა შეიძლება მოეძებნოს მცურავ გაცვლით კურსს

რა ალტერნატივა შეიძლება მოეძებნოს მცურავ გაცვლით კურსს

access_time2020-11-07 10:00:32

ლარი სწრაფ გაუფასურებას განაგრძობს. ოფიციალური კურსი - 3.40 წლის დასაწყისის მაჩვენებელს 53 თეთრით აღემატება, ბოლო 8 წელიწადში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 104%-ით გაუფასურდა.ევროსთან მიმართებაში ანტირეკორდიც მოიხსნა და პირველად ორივე ვალუტის არსებობის ისტორიაში კურსმა ახლი 4.00-იანი ფსიქოლოგიური ნიშნული გაარღვია და 4.01-ს მიაღწია.


ლარიზაციის პირობებში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა მინიმუმადეა დასული. ისევე როგორც ადრე ახლაც მსხვილი ტრანზაქციები დოლარში იანგარიშება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვალდებულების გამო იურიდიულმა კომპანიამ უძრავი ქონება ლარში გაყიდა მას სასწრაფო წესით უცხოურ ვალუტაში, როგორც წესი დოლარში აკონვერტირებს. მიზეზი მარტივია, თუ 1 მლნ ლარი 2012 წლის ნოემბერში $600 ათასს უდრიდა, დღეს იმავე თანხით მხოლოდ $295 ათასის შეძენაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ დეპოზიტს ლარში 9.2% სარგებელი ერიცხება, ხოლო უცხოურ ვალუტაში 2.8% დეპოზიტების 60%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა თუ 1 წლის წინ 1000 ლარი $337 იყო, წელს 1092 ლარი $321-ს უდრის, ანუ ლარში ნომინალური საკმაოდ მაღალი სარგებლის დარიცხვის მიუხედევად პოტენციური მეანაბრე ამ პერიოდში რეალურად $16-ით იზარალებდა. დოლარში შენახვისას კი მას $9.4 დაემატებოდა და $346.4 გახდებოდა რომელიც დღეს 1177 ლარის ტოლია, რაც თავის მხრივ 1092 ლარზე 85 ლარით მეტია.


სად არის გამოსავალი? ეკონომისტთა ნაწილი ტრადიციულ მეთოდებს ემხრობა და ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვან როლს აკისრებს. მხოლოდ ბოლო 8 თვეში სებმა $710 მლნ გაყიდა, მაგრამ მაქსიმუმი რაც მოხერხდა ეს ვარდნის ტემპის შენელება იყო. ეკონომისტთა მეორე უფრო მცირე ნაწილი მულტისავალუტო სისტემის მომხრეა.


მულტისავალუტო სისტემას მხარს უჭერს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. როგორც მან „commersant“-ს განუცხადა მულტისავალუტო სისტემა ადამიანებს ვალუტის არჩევანის საშუალებას აძლევს, რაც ხელფასების უცხოურ ვალუტაში გაცემის და ასევე პროდუქციაზე ფასის უცხოურ ვალუტაში დადების საშუალებას იძლევა, თუმცა საგადასახადო ბუღალტერიასთან დაკავშირებით იქმნება ტექნიკური პრობლემა, რისი მოგვარებაც შესაძლებელია. მისი თქმით, არაოფიციალურად მსგავსი სისტემა ბულგარეთსა და თურქეთშია დაშვებული. პაატა შეშელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ თეორიულად ყველა ვალუტა იქნა დაშვებული მაინც გამოიკვეთება რამდენიმე სანდო ვალუტა. ასევე შესაძლებელია არა ყველა, არამედ მხოლოდ რამდენიმე ვალუტის დატოვება.


ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის განმარტებით, შესაძლო უფრო მარტივ გამოსავლად ლარის რომელიმე უცხოურ ვალუტაზე ვთქვათ, დოლარზე ან ევროზე ფიქსირებული კურსით მიბმა შეიძლება ჩაითვალოს. მსგავს პრაქტიკას იყენებენ ან იყენებდნენ სინგაპური, ჰონკონგი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები.


პაატა შეშელიძე ასევე დასაშვებად მიიჩნევს ოქროს ლარის არსებობას, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ოქრო, როგორც საქონელი აღარ დაიბეგროს და ის ფულად ჩაითვალოს.


მმართველი პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე არც ფიქსირებულ კურსს, არც ლარის ოქროზე მიბმას და მითუმეტეს არც მულტისავალუტო სისტემას არ განიხილავს. როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის წარმამადგენლთა განცხადებები წლების განმავლობაში ერთმანეთის მსგავსია და მათი მტკიცებით ლარის ვარდნა შეიძლება გამოწვეული იყოს აზერბაიჯანული მანათის, რუსული რუბლის, თურქული გრივნის ან უკრაინული გრივნის გაუფასურებით, ასევე რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომით, საპროტესტო აქციებით, არჩევნებით ოპოზიციის ლიდერების რაიმე განცხადებებით ან სულაც ტელეწამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებით.



პოლიტიკური პარტიებიდან რომელიც ღიად უჭერს მხარს მულტისავალუტო სისტემას ერთადერთი გირჩია. გირჩმა საპარლამენტო არჩევნებზე 2.89% აიღო, მას მხარი 55 601-მა ამომრჩეველმა დაუჭირა და ქვეყნის მასშტაბით მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც რომ გირჩი პრაქტიკულად ერთადერთი მზარდი რეიტინგის მქონე პარტიაა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისმა დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ 19 000 ხმით ნაკლები აიღო. წელს გირჩი თბილისში მე-3 ადგილზე გავიდა.


ჯაფარიძის თქმით თუ ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს კიტრს შეიძენს თუ პომიდორს ასევე უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ აირჩიოს მისთვის სასურველი ვალუტა. პაატა შეშელიძის მსგავსად ოქროს სტანდარტის მომხრეა გირჩის დამფუძნებელიც. Zoom-ში ჩართვისას ჯაფარიძემ მულტისავალუტო სისტემის უპირატესობებზე მაყურებლის დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ლარი სამიდან ვერც ერთ ფუნქციას ვერ ასრულებს, მაღალი ინფლაციის გამო დაზოგვის ცუდი საშუალებაა, ლარის მეშვეობით გაცვლა ხდება მხოლოდ კანონის იძულების გამო და არც ღირებულების საზომად გამოდგება. გირჩის დამფუძნებლის განცხადებით ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ხელფასი აიღოს ლარში, დოლრაში, ევროში ან სულაც ოქროში.


ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა და ის დღემდე ითვლება გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად. მისი საწყისი კურსი 1.30-ს შეადგენდა. 25 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 162%-ით გაუფასურდა. იმავე პერიოდში თავის თავთან მიმართებაში 71%-ით თავად დოლარიც გაუფასურდა. ის რისი ყიდვაც 1995 წელს $1-ად იყო შესაძლებელი დღეს $1.71 ღირს. თუ მას პირდაპირ გადავიყვანთ ლარში გამოდის რომ ის რისი ყიდვაც 1995 წელს 1.30 ლარად იყო შესაძლებელი დღეს 5.80 ლარი ღირს ანუ 346%-ით მეტი.


დოლარი, ევრო, შვეიცარიული ფრანკი რა თქმა უნდა ლარზე ბევრად უფრო მეტად სტაბილური და სანდო ვალუტებია, თუმცა ვერც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა ოქროსთან, რომელსაც 5000 წლის განმავლობაში თავისი შინაგანი ღირებულება არ დაუკარგავს.


კლასიკური გაგებით ოქროს სტანდარტი 1914 წლამდე მოქმედებდა. თუმცა გარკვეული ფორმით 1971 წლამდე იამაიკის კონფერენციამდე შემორჩა. ოქროთი გამყარებული ვალუტის პირობებში ფასები სტაბილურია, ინფლაცია მიზერული, დაგროვებული ფული არ უფასურდება, მაგრამ მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს სასურველი რაოდენობის ფულის ბეჭვდის საშუალება ერთმევათ. ისინი ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას საკუთარ ნებაზე ვეღარ წარმართავენ. დღეს ოქროს სატანდარტს პრაქტიკულად აღავინ იყენებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up