ფინკასა და კრედოს ჯამური წილი სასესხო პორტფელში 4%-ზე, დეპოზიტებში კი 1%-ზე ნაკლებია

ფინკასა და კრედოს ჯამური წილი სასესხო პორტფელში 4%-ზე, დეპოზიტებში კი 1%-ზე ნაკლებია

access_time2021-07-05 11:00:10

საქართველოში ბანკების გამსხვილების ტენდენცია გრძელდება. კრედო და ფინკა გაერთიანებისთვის ეროვნული ბანკის თანხმობას ელიან. წინა წლების მსხვილი ტრანზაქციებისგან განსხვავებით ორი მცირე ზომის ბანკის გაერთიანების შედეგად ფინანსისტები ბაზარზე არსებით ცვლილებას არ ელიან. ორივე ბანკის ჯამური წილი სესხებში 4%-ზე, ხოლო დეპოზიტებში 1%-ზე ნაკლებია.


კრედო საქართველოში 1997 წელს ამერიკული ორგანიზაცია World Vision-ის მიერ მოზიდული ინვესტიციის შედეგად ფონდის სახით დაარსდა, 2007 წელს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაიქმნა. კიდევ 10 წლის შემდეგ, 2017 წელს კრედომ ბანკის სტატუსი მიიღო.


ბანკად ქცევის მიუხედავად კრედოს ძირითად საკრედიტო ხაზად მცირე სესხები რჩება, აქცენტი აგრობიზნესის დაფინანსებაზე კეთდება.


2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კრედოს მთლიანი აქტივები 1.395 მლრდ ლარს შეადგენდა – 365 მლნ ლარით მეტს, ვიდრე 2019 წლის 31 დეკემბერს. გაცემული სესხების მოცულობა კი 1 წელიწადში 220 მლნ-ით გაიზარდა და 1.065 მლრდ ლარს მიაღწია და ბანკების რეიტინგში მეშვიდე ადგილზე აინაცვლა. საკრედიტო პორტფელის სპეციფიკიდან გამომდინარეს, სესხების მოცულობის 90.4% ლარშია გაცემული.



კრედოში მიმდინარე ანგარიშებისა და ყველა სახის დეპოზიტის ჯამი გასული წლის ბოლოსთვის მხოლოდ და მხოლოდ 163 მლნ ლარს შეადგენდა. დანაკლისს კი კრედო 931 მლნ ლარიანი ნასესხები სახსრებით ავსებდა.


2020 წელს კრედო ბანკის წმინდა მოგება განახევრდა და 14 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ დარეზერვებული თანხების ზრდით იყო გამოწვეული.


ფინკას ისტორია 1 წლით გვიან იწყება. თბილისში საერთაშორისო მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელის – FINCA International Inc-ის პირველი ფილიალი 1998 წელს გაიხსნა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2013 წელს ბანკად ტრანსფორმირდა.


კრედოსთან შედარებით ფინკა კიდევ უფრო პატარა ბანკია და მისი აქტივების მოცულობა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 288 მლნ ლარს შეადგენს, სასესხო პორტფელი კი მხოლოდ 194 მლნ ლარს, 7 მლნ-ით ნაკლებს, ვიდრე 2019 წლის 31 დეკემბერს. სესხებისგან განსხვავებით, ფინკაში თავის ზომასთან შედარებით მოზიდული დეპოზიტების მოცულობა საკმაოდ მაღალია და 167 მლნ ლარს შედგენს. 2020 წელს ფინკა ბანკის მოგება თითქმის 12-ჯერ 570 ათას ლარამდე შემცირდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომერციულ ბანკებს სულ 36.522 მლრდ-ის სესხი ჰქონდათ გაცემული, საიდანაც კრედოს წილი 2.92% იყო, ფინკასი - 0.53%. რაც შეეხება დეპოზიტებს, 35.424 მლრდ-დან კრედოს წილი 0.46%-ს, ფინკასი კი 0.47%-ს შეადგენდა. ჯამში ორივე ბანკის წილი საკრედიტო პორტფელში 3.45%, დეპოზიტებში კი 0.93%-ა. ისინი არათუ ცალ-ცალკე, ამინდს ერთადაც ვერ ქმნიან.


გასულ დეკადაში ქართულ საბანკო სექტორში 2 მსხვილი გარიგება დაფიქსირდა. 2014 წლის დეკემბერში საქართველოს ბანკმა პრივატ ბანკი $51 მლნ-დ შეიძინა, 2016 წლის სექტემბერში კი თიბისი ბანკმა ბანკ რესპუბლიკას აქციების 93.7% 315 მლნ ლარად შეიძინა და მალევე იბიარდისგან დარჩენილი 6.3%-იც გამოისყიდა. სასესხო პორტფელის, დეპოზიტებისა და ჯამური აქტივების 2/3-ზე მეტი დღეს სწორედ ამ ორ ბანკზე ნაწილდება. 2021 წლის წლის პირველ 5 თვეში კი მათ მთელი საბანკო სისტემის მოგების 86%-ზე მეტი მიიღეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up