ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

access_time2020-06-04 09:25:22

ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო.


“ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი ბიზნესიც კოვიდ19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა.  ამ პარტნიორობის შედეგად მოვიცავთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს, განსაკუთრებით რეგიონების მკვიდრთ, რათა ყველას ჰქონდეს ფინანსურ სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა.  ეს თანამშრომლობა საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების მხარდაჭერის მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვუსალ ვერდიევმა, ფინკა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.


“სიამოვნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას ფინკა ბანკ საქართველოსთან იმ უპრეცედენტო სოციალურ-ეკონომიკური დისტრესის დროს, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ გამოიწვია. მხარს ვუჭერთ მიკრო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლებს, განსაკუთრებით კი, ფინკა ბანკის აგრარული სფეროს კლიენტებს, რადგან ვთვლით, რომ ეს ბიზნესები ქმნიან მყარ საფუძველს საქართველოში ეკონომიკური აღმავლობისათვის,“ განაცხადა დანიელ შრაიბერმა, Symbiotics -ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელმა.


 

Symbiotics -ის  შესახებ


სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე.  2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ინვესტიციები განხორციელდა 25-ზე მეტი საინვესტიციო მანდატის მიხედვით და 50-ზე მეტი ე.წ. მესამე მხარის სპეციალიზირებული კაპიტალის მართვის მენეჯერების მიერ, რაც ასეთ ტრანზაქციებისთვის მზარდ ეკოსისტემასა და ბაზარს ქმნის.



symbioticsgroup.com

 

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ


სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.


ფინკა ბანკს მიკრო დაფინანსების სფეროში წამყვანი პოზიცია უჭირავს. ბანკის კლიენტების 70% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სს ფინკა ბანკი საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სერვისის სხვა მომწოდებლებთან, რათა კლიენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის სათანადო პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.


(R)

 


 

 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up