ფინკა ბანკის ანაბრები - მიზნებისთვის რომლებიც ქმნის ისტორიას (R)

ფინკა ბანკის ანაბრები - მიზნებისთვის რომლებიც ქმნის ისტორიას (R)

person access_time2016-06-15 19:00:54

ინტერვიუ  ფინკა ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელ მარიამ ესებუასთან


-ფინკა ბანკის დეპოზიტების კამპანია მაისიდან გამოჩნდა მედია სივრცეში. რა არის კამპანიის მიზანი?


-დიახ, ფინკა ბანკის დეპოზიტების კამპანია მაისიდან გამოჩნდა მედია სივრცეში ინტერაქტიული ვიდეო-რგოლით. ვიდეო-რგოლში ჩანს უხილავი კავშირი მეანაბრესა და მსესხებლებს შორის, სადაც შუამავლის ფუნქცია ფინკა ბანკს აქვს აღებული.


რაც შეეხება მიზანს - უნდა შექმნილიყო ისეთი ვიდეო რგოლი, რომელიც, ფინკა ბანკის მისიიდან გამომდინარე, ანაბრის ღირებულებას და მნიშვნელობას სხვა რაკურსით წარმოაჩენდა. კლიპის მთავარი პერსონაჟი სწორედ ის მეანაბრეა, რომელიც ელოდება საპროცენტო სარგებელს და ამ დროს უკეთესობისკენ იცვლება სხვა ადამიანების ცხოვრება, ვინც მუდმივად ახლის, ღირებულის და განსხვავებულის შექმნას ცდილობს, ამაზე ფიქრობს და მუშაობს.

 

ფაქტობრივად, რას აკეთებს მეანაბრე, რომელიც ბანკში ანაბარს ხსნის? - განათავსებს თანხას და ელოდება საპროცენტო სარგებელს. ეს ანაბარი კი სხვა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობები სწყაროდ იქცევა. სწორედ ეს არის სარეკლამო კამპანიის ძირითადი გზავნილი: ანაბარს საკუთარი მიზნების მისაღწევად ხსნით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და სხვისი მომავალიც იცვლება.

 

-ფინკა ბანკში თანხის განთავსების შედეგად მიღებული სარგებლის პარარელურად, სხვა რა სარგებელი აქვს მეანაბრეს?




-მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფინკა ბანკში თანხის განთავსებით, მეანაბრე გარდა იმისა, რომ საპროცენტო სარგებელს იღებს, ის ათასობით მცირე თუ საშუალო მეწარმის ბიზნესისა თუ ოჯახის პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 

კვლევების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს, ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც, პოტენციურად, კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე არასაკმარისი წვდომა აქვთ. ფინკა ბანკის ფინანსური მომსახურებით მიკრო მეწარმეებს საშუალება ეძლევათ გაიუმჯობესონ როგორც ბიზნესის, ასევე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და პირობები. ამის ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ დეპოზიტის სარგებელი, რაც მხოლოდ საპროცენტო სარგებელის მიღებით არ შემოიფარგლება. საჭიროა, მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომერციულ ბანკებში დანაზოგის კეთების მნიშვნელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

-თქვენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახსენეთ. ამაზე ვინ უნდა იზრუნოს, კომერციულმა ბანკებმა თუ სახელმწიფომაც?


-ჩვენი აზრით, აღნიშნულის პოპულარიზაციას უნდა ახდენდეს როგორც სახელმწიფო სხვადასხვა აქტივობებით, ასევე კომერციული ბანკებიც. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ფინანსური განათლების და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას, დანაზოგის კეთების არსსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით. აუცილებელია, ყველამ გავიაზროთ, რომ დანაზოგის კეთების კულტურის განვითარება მნიშვნელოვანია.

 


-რა ტიპის ანაბრებს სთავაზობს ფინკა ბანკი მომხმარებლებს და რა საპროცენტო განაკვეთით?



ფინკა ბანკი მომხმარებლებს კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობს ყველა ტიპის ანაბარზე. ლარში მაქსიმალურ ვადაზე 13.5%, აშშ დოლარში 5,5%, ხოლო ევროში 4%. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ანაბარი ფინკა ბანკის ახალი პროდუქტია და ამ პროდუქტის მაღალი საპროცენტო განაკვეთით გვსურს მომხმარებლები წავახალისოთ, რომ მათ თავიანთი შვილების, მომავალი თაობის, უზრუნველყოფილ მომავალს ჩაუყარონ საფუძველი.

 

 



მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
access_time2019-11-19 14:10:33
„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!
access_time2019-11-18 21:35:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...


მსგავსი სიახლეები

up