ფინეთში საქართველო  „წლის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“

ფინეთში საქართველო „წლის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“

access_time2020-01-20 22:00:25

ფინეთში საქართველო  „წლის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“ . ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით სპეციალური ჯილდო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ფინეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.   გამოფენის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო.

“საქართველომ საერთაშორისო ტურისტულ არეალზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.   მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჰელსინკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ჩვენი ქვეყანა 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად აღიარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვისმ  რადგან  ერთის მხრივ  სკანდინავიის ისევე როგორც  ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის უმნიშვანელოვანესია.  აღნიშნულ გამოფენას ტურიზმის ინდუსტრიაში 85 ათასამდე წამყვანი წარმომადგენელი დაესწრო. ბუნებრივია ის ფაქტი რომ ხმის მიცემაში ჟურნალისტები, ბლოგერები და ის გავლენიანი პირები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სიტყვა ეთქმით ტურიზმის ინდუსტრიაში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ცნობადობის გაზრდისთვის და უშუალოდ ტურისტებისთვის.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ფინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  მესამე წელია მონაწილეობს.  MATKA 2020-ის სამიზნე ტურისტული ბაზარი მოიცავს არა როგორც  ფინეთის ტურისტულ მიმართულებას,  ასევე სკანდინავიის სხვა ქვეყნებს და ბატლიისპირეთის სახელმწიფოებსაც.

MATKA 2020”-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9  ტურისტულ და ორგანიზაციასთან ერთად არის წარდგენილი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 86 ქვეყნიდან ტურიზმის 23 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო, გამოფენის დამთვალიერებლების რაოდენობამ კი 80 ათასს გადააჭარბა.


 

სკანდიინავიის ქვეყნები, მათ შორის ფინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოქმედებს შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, რომელიც მოიაზრებს მაღალმხარჯველუნარიანი ბაზრების მოზიდვას (Value over volume).

ფინელი ტურისტები კულტურული და გასტრონომიული მიმართულებების ინტერესით გამოირჩევიან.

 სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს  ფინეთიდან საერთაშორისო ვიზიტები წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  17.7 %-ით გაიზარდა.

 





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up