ფინეთში ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის აქტივები დააყადაღეს

ფინეთში ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის აქტივები დააყადაღეს

access_time2022-09-23 12:46:00

ფინეთში დააყადაღეს რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული რუსი მილიარდერების, ბორის და არკადი როტენბერგებისა და ასევე Yandex-ის აქტივები. ამ სოციალური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული, ამის შესახებ ხუთშაბათს ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ი იტყობინება.


გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენების აქტივების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებები აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში იქნა მიღებული.


დამსჯელი ზომები შეეხო როტენბერგებთან დაკავშირებული långvik Capital-ის აქციებს და რუსი მილიარდერების აქციებს ორ სხვა კომპანიაში. ამრიგად, ფინეთის ხელისუფლებამ მოიპოვა კონტროლი ჰელსინკიში დაფუძნებულ Ice Arena Helsinki Halli-სა და კომპანია Långvik-ის აქციებზე, რომლებიც სასტუმრო კომპლექსს მართავს.



რაც შეეხება Yandex-ის ფინეთის სამმართველოს დაპატიმრებულ ანგარიშებს, ამასთან დაკავშირებით გამოცემა Forbes-ი აღნიშნავს, რომ კომპანიის ქვეგანყოფილება ფლობს ტაქსების ქსელ Yango-სა და მონაცემთა დამუშავების ცენტრს ქალაქ მანცალაში.


არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში ივნისის დასაწყისში შევიდა, როდესაც ბრიუსელმა უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. ამის შემდეგ ვოლოჟმა Yandex-ში ყველა თანამდებობა დატოვა. თავად კომპანია არ იყო სანქცირებული. მაგრამ ფინეთის ხელისუფლება ყადაღის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო ევროკავშირის არგუმენტებს, რომ Yandex -ი პასუხისმგებელია იმაზე, რომ საძიებო საქმიანობაში უპირატესობას ანიჭებს „რუსეთის სახელმწიფო მედიას და სახელმწიფო დღის წესრიგს“ და, ასევე, შლის ისეთ კონტენტს, რომლებშიც ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გამოა გაკრიტიკებული.


radiotavisupleba



თეგები:
აქტივები



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up