ფინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

access_time2022-05-13 22:45:39

ფინეთი მზადაა, გაუმკლავდეს იმ შემთხვევას, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. „როიტერის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის საგანგებო მზადყოფნის კომიტეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ფინეთი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერების შემთხვევაში, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მანამდე, ფინურმა მედიამ გაავრცელა ცნობები იმაზე, რომ ფინელი პოლიტიკოსები ინფორმირებული იყვნენ რუსეთიდან გაზის ექსპორტის სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ იგი ვერ დაადასტურებს ინფორმაციას ამის თაობაზე, ხოლო თავის მხრივ, კრემლში აღნიშნეს, რომ ფინური მედიის ცნობები სიმართლე არაა და „გაზპრომი კვლავ ბუნებრივი აირის სანდო მიმწოდებლად რჩება.


ფინეთი მისთვის საჭირო გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტს მეზობელი რუსეთიდან ახორციელებს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის ბუნებრივი აირი წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.





ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up