ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდა.
ნიინისტო ამტკიცებს, რომ , „ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით.
„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი მქონდა. განვაცხადე, რომ როგორც ნატოს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო „ტვიტერზე“.