ფინეთის პრეზიდენტი მზადაა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს

ფინეთის პრეზიდენტი მზადაა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს

access_time2022-05-15 16:33:16

ფინეთის პრეზიდენტი საულ ნიინისტო აცხადებს, რომ მზადაა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეხვდეს, - ინფორმაციას თურქული სახელმწიფო მედიასაშუალება „ანადოლუ“ ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, კი ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ცოტა დაბნეულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომენტარების გამო, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას დადებითად არ განიხილავს.

საულ ნიინისტოს თქმით, ის დაბნეულია, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის ლიდერთან, რა დროსაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის წევრობას დადებითად შეაფასებდა.

მადლობა გადავუხადე მას და ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი მადლიერებით. ასე რომ, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მე ცოტა დაბნეული ვარ. ის, რაც ორი დღის წინ მოვისმინეთ, განსხვავებული იყო გუშინდელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ის, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება არის ძალიან მკაფიო პასუხი. მე მზად ვარ, ახალი დისკუსია გავმართო პრეზიდენტ ერდოღანთან მის მიერ წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით, - დასძინა ფინეთის პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ალიანსის გაფართოებას, რადგან ფინეთი და შვედეთი ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, სამხედრო ალიანსის წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნატოს წევრობისთვის მიმართავს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....


მსგავსი სიახლეები

up