ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს უბრუნდება - ვინ და რატომ ემხრობოდა სებ-დან ზედამხედველობის გამიჯვნას

ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს უბრუნდება - ვინ და რატომ ემხრობოდა სებ-დან ზედამხედველობის გამიჯვნას

access_time2017-02-27 09:30:35

გადაწყვეტილება მიღებულია - საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება".

 

მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი მხოლოდ კანონპროექტის ავტორისთვის გახდა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „კომერსანტს" განუცხადა, „მაშინ მთავრობაში შესაბამის კანონპროექტს ყველა მხარს უჭერდა, მათი მხრიდან პოზიციის შეცვლა კი უცნაურია". მისივე მტკიცებით, ისეთი ფორმით ზედამხედველობის ყოფნა ეროვნულ ბანკში აფერხებდა გამჭვირვალობას, იყო საფრთხის შემცველი. რეალურად, ეროვნული ბანკი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლდებოდა, დანარჩენ შტოებისთვის კი დახურული იყო.

 


რაც შეეხება მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატების, ასევე მთავრობის სხვა წევრების პოზიციას, ამ საკითხზე კომენტარს ქუმსიშვილის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარია გარდა არავინ აკეთებს. არადა, მაშინ, როდესაც ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამიჯვნის კანონპროექტს იხილავდნენ, მაშინ, როდესაც ამ კანონს პრეზიდენმა ვეტო დაადო და საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩერა, ხელისუფლების წევრები, განსაკუთრებით კი დეპუტატები, მათ შორის მოქმედი კანონმდებლებიც საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ.

 


„კომერსანტი" გთავაზობთ მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატების და მთავრობის რამდენიმე წევრის განცხადებებს, რომლებიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამიჯვნასთან დაკავშირებით კეთდებოდა.

 


ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური 2015 წელს გამოეყო. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე, "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. თუმცა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დამოუკიდებლად არ უმუშავია. საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. იმავე წლის ოქტომბერში საკონსტიტიციო სასამართლომ სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბანკებზე ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებდა. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი საპარლამენტო უმცირესობამ შეიტანა.

 


ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი თავის დროზე დაპირისპირების საგანი გახდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტმა კანონს ვეტოც დაადო, თუმცა მაშინდელმა პარლამენტმა ვეტო დაძლია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი გააკრიტიკა. პრეზიდენტმა მაშინ პარლამენტს შენიშვნები გაუგზავნა, თუმცა უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციას არ დაეთანხმა.


 



მაშინ მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენებს ვეტოს დაძლევის საკითხს.

 


ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის მომხრე იყო ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური. ხადური აცხადებდა, რომ მისთვის მისაღებია საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი. "ზედამხედველობის სამსახური უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,"- აცხადებდა ფინანსთა მინისტრი.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოსაც აკრიტიკებდა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც. „არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს რეალიზების საშუალება არ მისცა და შეაჩერა. კითხვები უნდა დაისვას როგორც ჩვენს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეც. ჩიხურ მდგომარეობას ნამდვილად აქვს ადგილი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო მხოლოდ იმ ფუნქციის შემსრულებელი არ არის, რაც ეროვნული ბანკის თემებს ეხება. ის საერთოდ საფინანსო ბაზარზე ზედამხედველობისთვის შეიქმნა - უნდა შეიქმნას საპენსიო ფონდი, უნდა იყოს ბირჟა. ასე რომ, სამომავლო თემებისათვის ამ სტრუქტურის საქმიანობა აუცილებელია", - აცხადებს გია ვოლსკი.

 

 

პრეზიდენტის ვეტო გააკრიტიკა პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემაც: „მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანონს, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავძლიოთ ეს ვეტო. მიგვაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი. სწორედ ისინი ფიქრობდნენ გარკვეული ალტერნატივების შემოტანას. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი აისახა პრეზიდენტის შენიშვნებში და ვეტოში. ვწუხვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და პრეზიდენტის პოზიციების აი ასეთი თანხვედრა არის ხოლმე ძალიან ხშირად",- განაცხადა მანანა კობახიძემ.

 


მე-8 მოწვევის პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებდა, რომ „ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა საბანკო სისტემას არ დააზიანებს. "მინდა დავამშვიდო ყველა ბიზნეს წრეები, პოლიტიკური წრეები, საზოგადოება, ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ვინც ამ პროცესს უყურებენ და შესაძლოა, ღელავენ, არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, საბანკო სისტემას", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 


"ამ კანონპროექტის მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩართული იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ექსპერტები და პრობლემა არ ყოფილა. იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კანონი არის დახვეწილი, როგორც ევროპულ ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რა თქმა უნდა, თემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით. ", - აცხადებდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.



ერთადერთი იყო ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფას არ უჭერდა მხარს. „ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკში უნდა დარჩეს. ეს არის ჩემი პოზიცია და ჩემი აზრი, ეს პოზიცია არც ადრე დამიმალავს", - აცხადებდა დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up