ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს აღარ გამოეყოფა

ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს აღარ გამოეყოფა

access_time2016-05-27 13:46:13

ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს აღარ გამოეყოფა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საფინანსო ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს  და ეს საკითხი ამოწურული და შეთანხმებულია.


"მე ვთვლი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ წუთში ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებულები, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში", - განაცხადა მინისტრმა.


ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გასულ წელს გამოეყოსაპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე, "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პარლამენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს. საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია. სააგენტოს საბჭოში ასევე შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.


თუმცა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დამოუკიდებლად არ უმუშავია. საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. გასული წლის ოქტომბერში საკონსტიტიციო სასამართლომ სამსახურის საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბანკებზე ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი საპარლამენტო უმცირესობამ შიტანა.


 

ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი თავის დროზე დაპირისპირების საგანი გახდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი იყო. 

 

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას საქართველოს ხელისუფლებას არ ურჩევდნენ.  

 

როგორც სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი აცხადებდა, სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ უკეთესია, თუ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, შემდეგი სამი ძირითადი მიზეზის გამო: 1) ეს უზრუნველყოფს ზედამხედველობის ფუნქციის დამოუკიდებლობას; 2) უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს მონეტარულ და საფინანსო სექტორის პოლიტიკას შორის; 3) ინსტიტუტის ეფექტურობა იზრდება ამ სფეროს ყველა ექსპერტის ერთად თავმოყრით. ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, ჩვენ ურყევად გამოვთქვამდით ჩვენს პოზიციას, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ნაწილი უნდა იყოს. 

 

 



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up