ფინანსური ტაიფუნი: მსოფლიო ეკონომიკას  2008 წლის კრიზისის გამეორება ელის

ფინანსური ტაიფუნი: მსოფლიო ეკონომიკას 2008 წლის კრიზისის გამეორება ელის

access_time2018-07-18 20:00:52

სულ უფრო მეტი ექსპერტი, ეკონომისტი და უმსხვილესი ინვესტბანკების ანალიტიკოსი საუბრობს  მსოფლიო ეკონომიკაში მოსალოდნელ სავაჭრო ომების რისკებზე. მიზეზად სახელმწიფოების და კორპორაციების  დავალიანება და საპროცენტო განაკვეთების ზრდა სახელდება.

 

„ეჭვგარეშეა, რომ ადრე თუ გვიან გველის ფინანსური კრიზისი და უნდა გვახსოვდეს, რომ უკან გვრჩება იაფი ფულის პერიოდი,“ - განაცხადა ცნობილმა ინვესტორმა მარკ მობიუსმა.გლობალური კრიზისის მოახლოვებაზე საუბრობდა მაისში ასევე ჯორჯ სოროსი.

 

ანალიტიკოსების ნაწილი ცდილობს რეცესიის საფრთხის განჭვრეტას აშშ-ს სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობის გაანალიზებით. საქმე იმაშია, რომ მომავალი კრიზისების ერთ-ერთ მაჩვენებლად ითვლება ამერიკული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მომგებიანობს ზრდის  ე.წ. ინვერსია.

 

ეს არის სიტუაცია, როდესაც 2-წლიანი ფასიანი ქაღალდები უფრო მომგებიანია, ვიდრე  10-წლიანი. ეს ასახავს ინვესტორების იმედს, რომ უახლოეს პერსპექტივაში პროცენტები გაიზრდება, გრძელვადიანში კი  - არა.

 

ამ ეტაპზე ასეთი სიტუაცია ჯერ არ შექმნილა, თუმცა, უახლოესი 12 თვის მანძილზე სავსებით მოსალოდნელია, რადგან საპროცენტო განაკვეთების ნორმალიზება ნიშნავს ფედერალური რეზერვის განაკვეთის ზრდას 3%-მდე.  შესაბამისად, უახლოეს მოავალში მოსალოიდნელია ამ მაჩვენებლოს ზრდის 4 ეტაპი - თითო 0. 25%-ით.

 

ეს მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობის ზრდის დინამიკაზე.

 

ეკონომიკის 4 სტადია

 

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, არსებობს საშუალოვადიანი ციკლები (10 წელი), რომლებსაც საფუძვლად უდევს ეკონომიკური აქტიურობის პერიოდული ცვლილება. თავად ციკლები შედგება 4 სტადიისგან - გამოცოცხლება, აღმავლობა, რეცესია და დეპრესია.

 

 

ამ ეტაპზე ტრამპის პოლიტიკა გათვლილია ეკონომიკის საგადასახადო სტიმულირებაზე,კაპიტალის აშშ-ში დაბრუნებაზე, სამრეწველო სიმძლავრეების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, ახალისებს ეკონომიკურ აქტიურობას, უმუშევრობის დაბალ დონეს და საბოლოო  ჯამში,  ეკონომიკა მიჰყავს ზრდის ფაზისკენ.

 

ასეთ პერიოდებში როგორც წესი ფული ძვრიდება, რასაც  შემდგომ ინვესტიციების შენელება მოჰყვება. ჭარბი სიმძლავრეები და ზედმეტი პროდუქციის წარმოება ხელს უწყობს ციკლის მოტრიალებას რეცესიისკენ - იწყება წარმოების შემცირება, მოგების ვარდნა და  შტატების შემცირება.

 

 

ამ დროს წარმოება ვარდება მინიმუმამდე, უმუშევრობა კი იზრდება მაქსიმუმამდე. შრომითი რესურსები იაფდება, ხელფასები კი მცირდება. ეს  ხელს უწყობს  ახალი ინვესტიციების შემოსვლას, ციკლი მეორდება, და ასე - დაუსრულებლად.

 

მონეტარული ხელისუფლებები ცდილობენ ციკლების ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას კონტრციკლური ქმედებებით - ისინი იყენებენ ისეთ ბერკეტს, როგორიცაა საბაზო საპროცენტო განაკვეთი და ფულის მიწოდების რეგულირება, რადგანაც ჭარბ მიწოდებას აუცილებლად მოყვება რეცესია.

 


 

ამ სიტუაციაში ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა  მოახლოვებულ კრიზისს მიანიშნებს.

 

 

თეორიიდან პრაქტიკისკენ

 

 

თუმცა, ყველაფერი ეს არის მხოლოდ თეორია, რომელიც დაფუძნებულია წარსულის ანალიზზე და არ ასახავს მსოფლიოს ფინანსურ სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობას და მომავალ ცვლილებებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ფინანსური კრიზისი და რეცესია ერთი და იგივე არაა, თუმცა, მსოფლიო ეკონომიკაში დოლარის როლის გათვალისწინებით, სწორედ  ამერიკის ეკონომიკაში პრობლემებმა  შეუწყო ხელი 2008 წლის კრიზისს.

 

თუმცა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა - ამერიკის ეკონომიკა იზრდება, და მთავარი გლობალური რისკი არა თეორიული რეცესიაა შტატებში, არამედ დავალიანების ძალზე მაღალი დონე მსოფლიოში, რომელიც ძალიან გაიაზარდა ცემტრალური ბანკების ძალზე რბილი  საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში.

 

 

მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების დავალიანებამ უკვე მიაღწია 7,2 ტრლნ. დოლარს, რაც 2-ჯერ აღემატება ამ მაჩვენებელს 2008 წლის გლობალური კრიზისის წინ.

 

 

 

შტატებში საბაზო განაკვეთის ზრდასთან ერთად იზრდება ეკონომიკა, მცირდება ფედერალური რეზერვის ბალანსი, შესაბამისად, მცირდება ფულის მიწოდება საბანკო სისტემის მიერ, ასევე ბრუნდება კაპიტალი, სულ უფრო იზრდება ამერიკული კორპორაციების შემოსავლების  ოფშორებიდან  შტატებში დაბრუნების ტენდენცია.

 

 

 

ტრამპის მიერ წარმოებულ ეკონომიკურ ომებთან ერთად, ეს შეამცირებს დოლარების მიწოდებას მსოფლიო ეკონომიკისთვის და შექმნის პრობლემებს სახელმწიფოების და კოროპაციების საგარეო ვალების რეფინანსირებისთვის. თავის მხრივ, ეს შეამცირებს საინვესტიციო აქტიურობას მთელს მსოფლიოში.

 

 

 

გამეორდება თუ არა 2008 წელი?

 

Bank of America-ს და Merrill Lynchის ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება 2018-2019 წლებში ფულის მიწოდების მკვეთრი შემცირების ტენდენციას.  მათი აზრით, მსოფლიო საფონდო  ბაზრის დინამიკა ძალიან წააგავს 1997-1998 წლების კრიზისის წინ შექმნილ მდგომარეობას.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დოლარები აქტიურად გამოიყენება  მთელს მსოფლიოში რეზერვების შესაქმნელად  და საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის. იმისთვის, რომ დოლარები დიდი რაოდენობით მოხვდეს საერთაშორისო ბაზრებზე, საჭიროა  ამერიკელებმა იყიდომ რაც შეიძლება მეტი იმპორტული საქონელი, ამერიკაში კი მუდმივად იყოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც ა ახალი დოლარების ემისიით  დაიფარება.

 

სწორედ ამას ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც   აშშ-ში მასშტაბურ სავაჭრო ომებს იმპორტის შემცირების და საკუთარი წარმოების ზრდის მიზნით აწარმოებს.

 

 

თუ საერთაშორისო ვაჭრობა განაგრძობს შემცირებას და პარალელურად, ფედერალური რეზერვი გაზრდის საპროცენტო განაკვეთს - ამან შესაძლებელია ახალი კრიზისის პროვოცირება მოახდნოს.

 

გლობალურ ბაზარზე დოლარების დეფიციტის  შემთხვევაში შეიქმნება მსოფლიო ფინანსური ტაიფუნი, რომლიც ეპიცენტრიც იქნება არა ამერიკაში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შემდეგ კი სტიქია ს ყველა სავაჭრო პლატფორმას დაარტყამს.

 

წინა კრიზისის შემდეგ10 წელი  გავიდა. ეს ზუსტად შეესაბამება ციკლების თეორიას, შესაბამისად, ახალი კრიზისის ალბათობა ძალიან მაღალია. სწორედ ამის ეშინიათ გამოცდილ ინვესტორებს.

 

მაგალითად, ინვესტორმა ჯიმ როჯერსმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ  საფონდო ბაზრების კატასტროფულ ვარდნას ელის.

 

Forbes.ru





Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up