ფინანსური პრობლემების გამო პეკინზე მაღაზია Diesel-ი იხურება

ფინანსური პრობლემების გამო პეკინზე მაღაზია Diesel-ი იხურება

person access_time2016-03-03 10:50:40

ფინანსური პრობლემების გამო პეკინზე მაღაზია Diesel-ი იხურება. მაღაზიაში პროდუქციის ლიკვიდაციაა გამოცხადებული.


როგორც „კომერსანტს“ Diesel-ის მენეჯერმა მაია ვაშაკიძემ განუცხადა, მაღაზია უფრო ნაკლები ქირით შედარებით პატარა ფართში გადასვლას გეგმავს.


„ბიზნესს რა მდგომარეობაშიც არის ხედავთ, მაღაზია მაღაზიაზე იკეტება. ანუ ეს ნიშნავს, რომ  საქართველოში კარგი მდგომარეობა გაყიდვების მიმართულებით არ არის.



ჩვენთვის ეს ფართი, რაც ახლა გაგვაჩნია, არის ძალიან დიდი. ახლა ვცდილობთ, რომ შევიდეთ შედარებით პატარა ფართში, დაბალი ქირით“,-  აცხადებს მაღაზიის მენეჯერი.


მისი თქმით, ამ ეტაპზე გადასვლისთვის ორ ადგილს განიხილავენ, თუმცა, სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები, მისთვის უცნობია.


„პეკინის 19-ში აღარ ვიქნებით და შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. ჯერჯერობით ვიცვლით ტერიტორიას - შეიძლება დავიკეტოთ, შეიძლება არ დავიკეტოთ. ორი ადგილი გვაქვს და აქედან გავაკეთებთ არჩევანს“,- აღნიშნავს მაღაზიის მენეჯერი. 

 





9 დღეში ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება - Spend your summer in Georgia

9 დღეში  ჯამში  8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე -  რას ნიშნავს აგვისტოში  საქართველოში დასვენება -   Spend your summer in Georgia
access_time2019-08-26 13:00:51
 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ - წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი...

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები
access_time2019-08-26 10:00:37
2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა. 2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის...

ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...


მსგავსი სიახლეები

up