„ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“

„ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“

access_time2020-02-10 10:50:59

„ფინკა ბანკი საქართველო“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ერთიანდებიან, ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ „ფინკა ბანკში“ დაუდასტურეს.


„ფინკა ბანკის“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ვადასტურებთ, რომ ორი საფინანსო ინსტიტუტი ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ“, - აცხადებენ „ფინკა ბანკში“.


„კრისტალის“ ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ფინკა იმპაქტ ფაინანსთან“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ შეძენის შესახებ. ტრანზაქციის შესახებ მოლაპარაკების დასრულების და მარეგულირებლის მხრიდან შესაბამისი თანხმობის მოპოვებამდე, ორივე კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.


საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ პროცესი დასრულდება და გაერთიანების შედეგად ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი ბანკი გაჩნდება. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფინანსო ინსტიტუტები ერთიანდებიან და მსხვილდებიან, ბოლო პერიოდში ასევე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი „ლიბერთი ბანკის“ და „ქართუ ბანკის“ გაერთიანების შესახებ.



საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საფინანსო ინსტიტუტების გაერთიანების პროცესს მიესალმება და მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებმა ამ მოვლენას უფრო მეტად შეუწყო ხელი. გარდა ამისა, მისი შეფასებით, ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.


„ფინკა ბანკის“ და „კრისტალის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ის ინფორმაციაა, რაც მედიაში გავრცელდა, დეტალები უცნობია. რაც შეეხება ზოგადად,საფინანსო ინსტიტუტების გამსხვილებას, ეს მოსალოდნელი იყო და აქტიური პროცესების დაწყებაც გარდაუვალია. განვითარების ერთ-ერთი ეტაპია ის, რომ საფინანსო ინსტიტუტებს გამსხვილება დაეწყოთ. პროცესი შესაძლოა გარკვეულმა რეგულაციებმა დააჩქარა, რომელიც  საფინანსო სექტორში შემოვიდა და ამან მაქსიმალურად ხელი შეუწყო, რომ უფრო დაჩქარებული ტემპით დაიწყოს და მიმდინარეობდეს საფინანსო ბაზრის გაერთიანება. ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. ახლა კერძო ლომბარდების და სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციაც მიმდინარეობს, იქაც რა თქმა უნდა მოლოდინი არის, რომ უფრო მეტად იქნებიან გამსხვილებისკენ ორიენტირებულნი. ასეთი ტენდენცია  საფინანსო სექტორს ადრეც ჰქონდა, რადგან როდესაც რაღაც ზომას აღწევს ესა თუ ის ბიზნეს სექტორი ცალსახად მიმდინარეობს გამსხვილების ტენდენცია. მიმაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ბაზარზე მხოლოდ 2-3 მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დარჩენას და მათ დომინანტობას არ გამოიწვევს“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“ 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლის აგვისტოდან კი მიკრო დაკრედიტების საპილოტო პროგარამა წამოიწყო. დღეისათვის, ის საქართველოს მასშტაბით 331 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს მართავს, 50 ფილიალით ოპერირებს და  100 000- ზე მეტ კლიენტს ემსახურება.


სააქციო საზოგადოება „ფინკა ბანკი საქართველო“ FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება 1998 წელს დაიწყო და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.


ნინო თამაზაშვილი


 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up