ფინანსური ანგარიშგებების წარდგენამდე 22 დღე რჩება – როგორ ავირიდოთ ჯარიმა

ფინანსური ანგარიშგებების წარდგენამდე 22 დღე რჩება – როგორ ავირიდოთ ჯარიმა

access_time2020-09-08 13:51:14

მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის სავალდებულოა, არაუგვიანეს 2020 წლის 1–ლი ოქტომბრისა reportal.ge-ზე ფინანსური ანგარიშგება წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამეწარმეო სუბიექტები გარკვეულ სანქციებს დაექვემდებარებიან. აქედან გამომდინარე, შპს „ქუდოს ჯორჯიას“ ათეულობით საწარმომ, რომელთა მენეჯერებმაც დროულად დაიჭირეს თადარიგი, უკვე მომართა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის. ცნობისთვის, „ქუდოს ჯორჯია“ როგორც საწარმოს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მომზადებას, ისე მისი reportal.ge-ზე ატვირთვის კონსულტაციას უზრუნველყოფს.


„ქუდოს ჯორჯიას“ დირექტორი და პარტნიორი ანა ოსიყმიშვილი განმარტავს, რომ მესამე კატეგორიის საწარმოს წარმოადგენს სუბიექტი, რომლის საანგარიშგებო პერიოდის მაჩვენებლები შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.


ხოლო სტანდარტი, რომლითაც საწარმომ უნდა წარადგინოს აღნიშნული ანგარიშგება არის - მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს სტანდარტები) . ამასთანავე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს სტანდარტები).


„აქვე აღვნიშნავ, რომ მესამე კატეგორიის საწარმო გათავისუფლებულია აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი“, – განმარტავს ანა ოსიყმიშვილი.


სერვისი, რომელსაც „ქუდოს ჯორჯია“ სთავაზობს საწარმოებს, არის:



2018-2019 წლებზე:


  •  მოგება-ზარალის ანგარიშგების მომზადება;
  •  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების (ბალანსი) მომზადება;
  • კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების მომზადება;
  •  ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება;
  •  ფინანსური ანგარიშგებების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადება;

ციფრული ფორმების შევსება და WORD-ის ფაილის ატვირთვა, სადაც უნდა იყოს ასახული ფინანსური ანგარიშგება ახსნა-განმარტებითი შენიშვნებით.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომპანიების უდიდესი ნაწილი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი შემოსავლები, და შესაბამისად, მოგებაც. ანა ოსიყმიშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პირობებში, შპს „ქუდოს ჯორჯია“ დემპინგურ ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომსახურების საფასური მძიმე ტვირთად არ აწვება აღნიშნული კატეგორიის საწარმოებს.

ფინანსური ანგარიშგების მომზადება ოთხივე კატეგორიის კომპანიებისთვისაა სავალდებულო, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ გარკვეული სანქციები ეკისრებათ.


„მესამე კატეგორიის კომპანიები, რომლებიც არ მოამზადებენ და არ წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებებს ჯარიმდებიან 1 000 ლარით, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და ზედამხედველობის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა“, – განმარტავს „ქუდოს ჯორჯიას“ დირექტორი და პარტნიორი ანა ოსიყმიშვილი.


მისივე თქმით, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებება არის აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომლის წარდგენაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ კანონის წინაშე ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, არამედ მომხმარებელთა ფართო ფენებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველიც ხდება.


„ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.


კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში.


„ქუდოს ჯორჯიას“ წარმატებას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, შემფასებლები, აუდიტორები, ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება პროფესიულ მომსახურებაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა საბანკო საქმე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ.


(R)




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს
access_time2020-10-24 17:00:43
დიზაინერმა რუსო დანელიამ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენულ მაღაზიასთან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც რამდენიმე  დღეა, რაც მაღაზია „ატრიოს“ დახლებზე გამოჩნდა.   როგორც „კომერსანტს“ დიზაინერმა რუსო დანელიამ განუცხადა, მისთვის“ატრიოსთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და „ატრიოს“ მხრიდანაც დაინტერესება დიდია.   „ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ...


მსგავსი სიახლეები

up