ფინანსურ კონგლომერატებს მოთხოვნები დაუწესდებათ

ფინანსურ კონგლომერატებს მოთხოვნები დაუწესდებათ

access_time2021-09-14 23:00:00

ეროვნული ბანკი ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობის უფლებას მიიღებს. საუბარია ისეთი ჯგუფების რეგულირებაზე, რომლებშიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები გვხვდებიან. ასეთებია სადაზღვევო ორგანიზაციები, კომერციული ბანკები, ასევე საინვესტიციო თუ საბროკერო ფირმები.



კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფინანსური კონგლომერატის სტატუსი მიენიჭება და რიგი მოთხოვნები დაუწესდება. ასეთი კი შეიძლება იყოს კაპიტალის ადეკვატურობა, რისკის კონცენტრაცია, მისი მართვა და ჯგუფის შიდა ტრანზაქციების თვალსაზრისით სხვადასხვა მოთხოვნები.



აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ამ დირექტივის მოთხოვნების ძირითადი მიზანი სექტორული წესების შესაძლო ხვრელების აღმოფხვრა და ჯგუფის არარეგულირებადი წევრებისგან მომდინარე რისკების შემცირებაა.




როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ეკა ბერიანიძე განმარტავს, დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში არსებული არცერთი ჯგუფი არ ექცევა ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში.



„კანონპროექტში უცვლელად იქნა გადმოტანილი ის ზღვარი და კრიტერიუმი, რასაც ფინანურ კონგლომერატად ცნობისთვის დირექტივა ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის დამტკიცება არ გამოიწვევს რაიმე კრიტიკულ ცვლილებებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესსა და ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლობაზე“, - განმარტავს ეკა ბერიანიძე.



business-partner.ge





ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up