ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფალსიფიცირებული და უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფალსიფიცირებული და უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

access_time2019-06-25 16:13:42


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა,ბათუმში, გონიოს დასახლებაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონელის აქციზური მარკის გარეშეშენახვა-რეალიზაციის ფაქტები და ასევე ყალბი აქციზური მარკები გამოავლინეს.



კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კაფე-რესტორანი სტამბულისა“და კაფე-რესტორან ,,ილდიზში“,დათვალიერების პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებულისაქონლის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელის (ჯამში 185ბოთლი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციას ახდენდნენ. ასევე გადამხდელს, ორივე ობიექტში, იჯარით აღებული რესტორნის კონკრეტული ოთახები ფალსიფიცირებული არყისა და ვისკის ჩამოსასხმელადჰქონდამოწყობილი. ამავე ოთახში,ჯამში 410 ცალი, ყალბი აქციზური მარკები იქნა აღმოჩენილი, რომლებიც გადაღებული იყო ფერადი ქსეროქსისაპარატით და გამოიყენებოდა ფალსიფიცირებულ სპირტიან სასმელებზე დასაკრავად. ასევე შ.პ.ს ,,კაფე-რესტორანი სტამბულის“ დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ (1146 ბოთლი) შესაბამისი მარკირების გარეშე. ფაქტზე შედგენილ იქნა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.



გამოვლენილი სამართალდარღვევები, ქვემდებარეობითსაქართველოსფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოსგადაეცა. ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
იმავე დღეს,განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ინდივიდუალური მეწარმე ნაგიჰან ქოიუნის კუთვნილ რესტორანში, მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“შესაბამისი მარკირების გარეშე აღმოაჩინეს. საქმეზე შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, შპს ,,მერჯანის“ კუთვნილი ღამის კლუბის დათვალიერების პროცედურის შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონლის- სპირტიანი სასმელის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.საქმეზე შედგენილია შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


(NS)





4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...


მსგავსი სიახლეები

up