ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სომხეთის რესპუბლიკის  შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

access_time2021-06-12 17:06:46

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან - შუშანიკ ნერსისიანთან და აშოტ მურადიანთან  სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები და  პოსტპანდემიურ პერიოდში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

 როგორც ცნობილია, 2019 წელს ხელი მოეწერა ოქმს - ,,სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე". აღნიშნული ოქმი, შესაძლებლობას აძლევს მხარეებს უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და  სატრანსპორტო საშუალებებზე. ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის,  ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა  აღნიშნეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური  ხასიათის სამუშაოები და დასახეს გზები ოქმით გათვალისწინებული ფორმალობების უახლოეს მომავალში ამოქმედებისთვის.

 მხარეებმა, ასევე განიხილეს განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ პროექტი, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება.


საბაჟო დეპარტამენტის  უფროსის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს,   ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალური პანდემიის მიუხედავად ჩვენ შევძელით, როგორც  დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება“,- აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ. 

 დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრა, რომელსაც  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და  საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,სადახლო საავტომობილოს“ უფროსი ვახტანგ კორძახია ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ ტერიტორიაზე გაიმართა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up