ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას

access_time2020-07-17 22:25:22

დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2-299-299) თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშობას. განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გახსნეს.


ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.


დისტანციური მომსახურების მიმართ გადამხდელების გაზრდილმა მოთხოვნებმა აუცილებელი გახადა თანამედროვე დისტანციური სერვისცენტრებისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების დანერგვა, რაც გადამხდელს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალფუნქციური ონლაინსერვისების გამოყენებით.


„საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს არის თანამედროვე სტანდარტების ცენტრი, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე პროცესების მართვის კუთხით. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 32 კონსულტანტი, თუმცა მომავალში იგეგმება ამ რაოდენობის გაზრდა, რათა მოხეს ე.წ. ონლაინ ჩათის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება. სატელეფონო ცენტრში დანერგილია ზარების მართვის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები. მინდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.



როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აღნიშნა, ბოლო 6 თვის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი 150 ათასზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.


„შემოსული ზარების განაწილების სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად შეარჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს და ოპერატორისგან სწრაფად მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას. ახალი ტექნოლოგიური პარამეტრების გამოყენებით, ყოველდღიურად 1600-მდე ზარის მიღება იქნება შესაძლებელი. ყველა თანამშრომელს ვულოცავ უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნას და ვუსურვებ წარმატებულ სამსახურებრივ საქმიანობას," - განაცხადა მან.


ამჟამად, განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში გაერთიანებული და ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს არამარტო სატელეფონო ზარების სერვისებით, არამედ მრავალფუნქციური სისტემებით მომსახურება, იქნება ეს - ონლაინ ჩათი, SMS სერვისი, ავტომატური გადარეკვის ფუნქციონალის გამოყენება გადამხდელების წინასწარ შერჩეულ კატეგორიაზე, მნიშვნელოვანია ე.წ. IVR-ის „ვირტუალური კონსულტანტის" ფუნქციის დამატება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონსულტანტთან დაკავშირების გარეშე და სხვა.


აღსანიშნავია საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მუშაობა COVID-19-ის პირობებში. ქოლცენტრის სამუშაო გრაფიკის 9-დან 20 საათამდე და შაბათ-კვირის ჩათვლით გახანგრძლივების პირობებში, 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მომსახურება გაეწია 71 000-ზე მეტ ზარს, აქედან არასამუშაო საათებში სატელეფონო ცენტრმა მიიღო 6 980 ზარი.


ახალი სისტემის ინსტალაციით, ქოლცენტრს მოეხსნება აქამდე არსებული ყველა კრიტიკული პრობლემა და შეიძენს დამატებით შესაძლებლობებს, მოემსახუროს მომხმარებელს სწრაფად, მოხერხებულად, ყველა იმ ფუნქციონალით და ხარისხობრივი სტანდარტით, რაც თანამედროვე მაღალი დონის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრებს მოეთხოვებათ.


საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რეკომენდაციის გათვალისწინებით, ქოლცენტრში იმუშავებს კონსულტანთა მცირე გუნდი, რომელიც პერმანენტულად იზრუნებს პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მომხმარებლებზე ადაპტირებული, კვალიფიციური პასუხების მომზადებაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up