ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება

access_time2021-11-11 11:40:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გარკვეული პერიოდულობით, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს საბაჟო კონტროლისას ყვითელ დერეფანში დეკლარაციების შერჩევის სიხშირე ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“. 



„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანისა და ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, როგორც საბაჟო, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ ერთდროულად ხორციელდება, შესაბამისი ადმინისტრირების პროცესი, კერძოდ: ინფორმაციის დამუშავება, რისკების იდენტიფიცირება და რისკის პროფილების შემუშავება.



მოქმედი კანონმდებლობით დეტალურად არის განსაზღვრული, https://rs.ge/LegalEntityCustomsProcedures?cat=12&tab=1 რომ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას (დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით), მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.




აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გადამხდელი ვერ უზრუნველყოფს საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის გადახდას ან ამ თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენას და არც გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აქვს საკმარისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი თანხა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, მათი სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დეკლარირებული საქონლის დასაწყობება და ეტაპობრივად გაიმპორტება ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევა.



მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.



შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის პროცედურებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up