ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

access_time2020-07-10 22:40:56

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2020 წლის 10 ივლისს, 01:00 საათზე, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ უკანონო საქონლის ტრანსპორტირების ფაქტების მონიტორინგს.


შესაბამისად, მცდარია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებული განცხადებები, სადაც კითხულობს, თუ რას აკეთებს შემოსავლების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა ღამის პირველ საათზე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „არ არის არც საბაჟო გამშვები პუნქტი და არც სხვა რამე“ და პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, მას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებენ, რაც ასევე მცდარი ბრალდებაა.



კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, (სამსახურის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციის - საგადასახადო შემოწმების ღონისძიებების, მათ შორის, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლის, სასარგებლო წიაღისეულისა და უკანონო ხე–ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების კონტროლი.


ასევე, აღვნიშნავთ, რომ ელისო კილაძის facebook - ის პირად გვერდზე, ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელმა ლევან მ. მიმართა უცენზურო სიტყვებით. აღნიშნული პიროვნება არის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც როგორც საჯარო მოხელეს, გააჩნია თმენის ვალდებულება. იმის გამო, რომ ცალსახად დარღვეულია საჯარო მოხელის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის საფუძველზე ლევან. მ-ს შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განესაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „გაფრთხილება“.





„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
access_time2020-08-14 11:00:51
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიციირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up