ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

access_time2019-10-16 10:44:53

2019 წლის 16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა იმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი არის წარმოდგენილი.


ღონისძიებას გახსნეს IOTA-ს აღმასრულებელმა მდივანმა ფრანტიშეკ იმრეცამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს IOTA-ს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგადასახადო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ამერიკული ცენტრის, დასავლეთ აფრიკის საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ბიზნესის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.


გამოფენა მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემქმნელებს, კერძო ბიზნესისა თუ საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განავითარეს ციფრული გადაწყვეტები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულების შესრულების გაადვილება, თაღლითობების პრევენცია, მომხმარებლისათვის მარტივად გამოსაყენებელი ელექტრონული სერვისები, მონაცემთა დიდი ბაზის ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინები და რობოტული პროცესების ავტომატიზაცია.
ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდება გამოფენილ პროდუქტებს შორის ყველაზე მოწონებული, საგადასახადო კანონმორჩილების მიმართულებით შექმნილი ციფრული გადაწყვეტა, ხოლო, ერთ-ერთ სესიაზე გამოვლენილი პროდუქტის წარმომდგენს, მიეცემა შეთავაზება გააკეთოს პროდუქტის ტექნიკური დემონსტრაცია დამსწრე აუდიტორიის წინაშე.


კონფერენციის ნაწილში, დღის წესრიგით, გათვალისწინებულია ცხრა სესია, რომელიც დაეთმობა ძირითადი საკითხების პრეზენტაციებს, დებატებსა და ინტერაქტიულ სამაგიდო სესიებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან პრაქტიკულ გადაწყვეტებთან, რაც უკავშირდება ელექტრონული ტრანზაქციის განხორციელებას, რეალურ დროში ანგარიშგებას, მაღალი ფისკალური რისკის მქონე საქონლის მოძრაობის მონიტორინგს, ელექტრონულ საგადასახადო პორტალებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.


„კომერსანტი“




„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up