ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური IT სფეროში მოღვაწე ადგილობრივ კომპანიებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში მონაწილეობისთვის იწვევს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური IT სფეროში მოღვაწე ადგილობრივ კომპანიებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში მონაწილეობისთვის იწვევს

access_time2019-09-13 16:40:11

2019 წლის 16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით,  საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა გაიმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50  უახლესი პროგრამული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. 



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იწვევს ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადგილობრივ კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ გამოფენაში, რათა  პოტენციურ მომხმარებლებს გააცნონ საკუთარი პროგრამული პროდუქტები, გააფართოვონ    კონტაქტების ქსელი, გაეცნონ და გაიზიარონ სხვა ქვეყნებში არსებული მიღწევები და სიახლეები.



დეტალური ინფორმაცია გამოფენის მიმდინარეობისა და მონაწილეთა რეგისტრაციის  შესახებ კომპანიებს შეუძლიათ იხილონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე




https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6410&lang=1

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოფენა 2 დღეს გასტანს და 17 ოქტომბერს, კონფერენციასთან ერთად დაიხურება.



აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით   დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების 150 წარმომადგენელი.





ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს

ავლაბარში სამვარსკვლავიან Holiday Inn Express-ს „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აშენებს
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...


მსგავსი სიახლეები

up