ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

access_time2019-07-14 18:40:43

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება 13 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ მორიგ ცილისმწამებლურ და სიცრუეზე დამყარებულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა თამბაქოს ინდუსტრიას - კონკრეტულად კი უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდასა და თითქოსდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს.


პირველ რიგში, გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი რიცხობრივი მონაცემები, რომლებიც ამ სიუჟეტის ავტორთა მიერ წარმოდგენილია, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ფინანსური ზიანი, სინამდვილეში წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ გაგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის უხეშ მანიპულაციას, არის სიცრუე და გახმოვანებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.


არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტიც, თითქოს 2018 წელს უფილტრო სიგარეტების არარეალურად დიდი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემის ფაქტთან გვაქვს საქმე. რეალურად, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უფილტრო სიგარეტზე აქციზური მარკების ზრდამ 110% შეადგინა მაშინ, როდესაც 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 50%-ია.


ზოგადად, ცნობილი ფაქტია და ამას თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე ნებისმიერი კომპანიაც დაადასტურებს, რომ აქციზური მარკების მოთხოვნა და შესაბამისად გატანა, დამოკიდებულია მოთხოვნაზე და გამორიცხულია რომელიმე კომპანიამ გაიტანოს იმაზე მეტი აქციზური მარკა, ვიდრე ამ მარკის დაკვრის ქვემდებარე სიგარეტის მოთხოვნაა ბაზარზე.


ამასთან, აქციზური მარკების გაცემა არ არის პირდაპირ კავშირში აქციზის გადასახადთან იმავე პერიოდში, ვინაიდან აქციზის გადასახადის გადახდა ხდება არა აქციზური მარკის გაცემისას, არამედ მაშინ, როდესაც კომპანია აწარმოებს სიგარეტს და გაიტანს ბაზარზე გასაყიდად ან განახორციელებს სიგარეტის იმპორტს. ასევე, სამართლებრივად მარკების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, არ არის მოსალოდნელი აქციზის გადასახადის ზრდა.

სიცრუეა ისიც, თითქოს, 2018 წლის დეკემბერში, აქციზური მარკები გაიცა მხოლოდ „თბილისის თამბაქოზე“. აღსანიშნავია, რომ აქციზური მარკები გასული წლის დეკემბერში, ასევე, გაიცა კომპანია „ოჯითიზე“, რომლის ხელმძღვანელს ეს ფაქტი სიუჟეტში არ უხსენებია.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით იზარალა 60 მლნ ლარით, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი.


ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარდა კომპანია „ოჯითისა“, თამბაქოს ბიზნესში მომუშავე არც ერთ სხვა კომპანიას, არ აქვს არანაირი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და აქციზური მარკების გაყიდვით, 2018 წლის დეკემბერში, ბიუჯეტმა სრულად მიიღო ის თანხები, რომელიც მას ეკუთვნოდა”, - ნათქვამია განცხადებაში.





დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up