„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას აფასებს

„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას აფასებს

access_time2020-01-17 10:00:38

„ისეთი ბიზნესგარემო რაც დღეს საქართველოშია, აქამდე არ ყოფილა. ბიზნესს აქვს თავისუფლება, რომ  მოწყობილი ინფრასტრუქტურის პირობებში წლების წინ მიუვალ ადგილებშიც კი დაიწყოს სამეწარმეო თუ სასტუმროს საქმიანობა„-ასე აფასებს დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“  დამფუძნებლის ბეჟან წაქაძე NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა უმეტესობა ნეგატიურად აფასებს.


გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ცუდად, 29% პასუხობს,  უწყების საქმიანობას კარგად - 8% აფასებს; ხოლო 24%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.


 NDI კვლევის მიხედვით 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 19%-ის აზრით, სწორი მიმართულებით, ხოლო 24% მიიჩნევს, რომ არ იცვლება.


„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის დადებით თუ უარყოფით ასპექტებზე მოსაზრება ბიზნესმენებს უნდა ჰკითხოს მკვლევარმა, რომელსაც მასთან აქვს ურთიერთობა. თითქმის 20 წელია ბიზნესის სექტორში ვარ და ბევრი ფინანსთა მინისტრის საქმიანობისთვის მიდევნებია თვალი. ასეთი ბიზნესგარემო,  რაც დღეს არის, აქამდე არ ყოფილა. ადრე საგადასახადო ინსპექცია შედიოდა ორგანიზაციებში და პროკურატურა წყვეტდა ვისთვის რა ოდენობის ფული უნდა წაერთმიათ ისე, რომ არც იყვნენ ვინმეს წინაშე ანგარიშვალდებული. ეს პრეცედენტი ფინანსთა სამინისტრომ აღმოფხვრა. საგადასახადო სისტემა ასრულებს თავის ფუნქციას, სხვა მხრივ,  კანონის მიღმა არავითარი ზეწოლა და ქვედინებები არ არსებობს. რაც შეეხება ჩემს კომპანიებს და ჩემს სფეროში მომუშავე ბევრი კომპანიის მაგალითზე, მე ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას   დადებითად ვაფასებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება და ეს  ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. წლების წინ ვერ წარმომედგინა, რომ ვანში სასტუმროს მშენებლობას გადავწყვეტდი, მაგრამ მას შემდეგ რაც ვანი ტურისტულად მოეწყო და მილიონები დაიხარჯა მუზეუმებისა, თუ სხვა ობიექტების აშენებაზე,  ჩვენი კომპანიის 45 ნომრიანი სასტუმრო ვანში უკვე საბოლოო ეტაპებს გადის. სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო, რომ ზედმეტი ზეწოლა და წნეხი არ იყოს ბიზნესზე, ესენი ამას ახორციელებენ.“ - ამბობს ბიზნესმენი.



ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება. „ასე ცალსახად ვერ შევაფასებთ ამ უწყებას. საერთო ჯამში, გარემოს მე ნორმალურად შევაფასებდი. არ არის  ბიზნესის ისეთი დევნა, როგორიც მე მახსოვს. რაც შეეეხება სასამართლოს, NDI-ს კვლევის შედეგებს ვეთანხმები, რადგან სასამართლო ცუდად მუშაობს, დავების გაჭიანურებას და არასწორ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, რომლებიც შეუსაბამოა რეალობასთან.“ 


როგორც  ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს,ბიზნესგარემო წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მიუხედავას ამისა, ბიზნესმენი ფინანსთა სამინისტროს ზოგიერთი გადაწყვეტილების არამართებულობასაც  უსვამს ხაზს, როგორებიცაა „ოქროს სიის“ გაუქმება და რძის პროდუქტების დღგ-სგან არ გათავისუფლება.


„ძირითადი მინუსები რაც მახსენდება, რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნას ეხება, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, ბიზნეს ასოციაცია არ ვეთანხმებით „ოქროს სიის“ გაუქმების გადაწყვეტილებას.  სასტუმროების სეზონურად დაბეგვრასაც ვითხოვთ წლებია, თუმცა ეს მთავრობის პრეროგატივაა. თუ პრინციპული პოლიტიკა არ ჩამოყალიბდა ამ საკითხზე,  ადგილობრივ თვითმმართველობებს ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება ამაზე თავისი აზრი გამოთქვას.   რაც შეეხება იმას, რომ 19 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიამრთულებით ვითარდება, მე ვიტყოდი, რომ 50 პროცენტი კარგიც ხდება და 50 პროცენტი ცუდი პროცესებიც სახეზეა. “ - ამბობს ლაშა პაპაშვილი.


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up