ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დროებით RMG-ის ყოფილი მენეჯერი იქნება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დროებით RMG-ის ყოფილი მენეჯერი იქნება

access_time2018-10-11 20:30:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამრელიძემ თანამდებობა დატოვა. სამსახურში ტაბულას უთხრეს რომ მისი მოვალეობის შემსრულებელი დროებით სოსო რამიშვილი იქნება. მათივე ინფორმაციით, გამყრელიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.



სამსახურის ახალი უფროსის სოსო რამიშვილის ბიოგრაფიის მიხედვით, ის სამსახურის უფროსის მოადგილედ 2018 წლის 23 მარტს დაინიშნა. იქამდე, - 2017-2018 წლებში რამიშვილი RMG Gold-ისა და RMG Copper-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. რამიშვილის ბიოგრაფია ასეთია:


23.03.2018-დან დღემდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე



21.02.2017-13.03.2018 - შპს RMG Gold და სს RMG Copper. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე


2016-2017 წლები - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“, ფინანსური დირექტორის მოადგილე


02.03.2016-01.02.2017 წლები - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მე-4 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი


2013-2015 წლები - სს „საქართველოს რკინიგზა“, ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი


2006 -2012 წლები - შპს Orion Group სპორტული ბრენდი PUMA-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, აღმასრულებელი დირექტორი


ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.


ტაბულა





ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამშენებლო სექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაზე გადაერთვება
person access_time2018-10-18 09:00:00
1-ლი ნოემბრიდან სესხის აღების ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც ექსპერტთა შეფასებით სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს. სებ-ის გადაწყვეტილებით, ადამიანს, თუ ერთი საცხოვრებელი აქვს მას იპოთეკით ვეღარ დატვირთავს, და მეორიც, რომ ჰქონდეს სესხს მაინც ვეღარ აიღებს, თუ შემოსავალი რეგისტრირებული არ აქვს. თუმცა, რეგისტრირებული რომც ჰქონდეთ შემოსავალი, ახლა უფრო ნაკლები თანხის სესხებას შეძლებს, რადგან ბანკებს სესხის ფორმულა ეცვლებათ. თუ აქამდე კლიენტს სესხის დასაფარად...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა
person access_time2018-10-17 17:06:56
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) თანახმად, აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოს წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 140 ქვეყანას აერთიანებს, სადაც აშშ-მა 100 ქულიდან 85,6 მიიღო. კვლევა 98 ინდიკატორს ემყარებოდა, როგორებიცაა სამუშაო ძალა, თავისუფალი მედია, მშრომელთა უფლებები და სხვ. რეიტინგში მეორე-მესამე პოზიციები სინგაპურმა (საჯაროობა) და გერმანიამ (მაკროეკონომიკური სტაბილურობა) დაიკავეს. განვითარებად...

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“

„აშშ-ის ეკონომიკა ტიტანიკს მაგონებს - წინ ჩქარა მიიწევს, თუმცა აისბერგი ახლოსაა“
person access_time2018-10-17 21:00:00
საფინანსო სერვისების კომპანიის, Guggenheim Partners-ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, სკოტ მაინერდის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა სრული ძალებით ვითარდება, თუმცა აღნიშნული ექსპანსია 2020 წლისთვის შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაინერდმა პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა: „როგორც სიბნელეში მყოფი და მთელი სიჩქარით მიმავალი ტიტანიკი შეასკდა აისბერგს, ისეთივე ბედს გაიზიარებს აშშ 2020 წლისთვის, აღნიშნა მან. აღსანიშნავია,...

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“

ვახტანგ ჭარაია: „ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა“
person access_time2018-10-18 13:00:02
“ლარის გაუფასურება ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმულიცაა,“ --ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას. მისი განმარტებით, ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად იმპორტიორებს დააზარალებს. ჭარაიას განცხადებით, ცალსახად იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება მაინც და მაინც დახურავს რომელიმე ბიზნესს, სწორი არ არის. პირიქით, ადგილობრივი წარმოებისთვის ლარის გაუფასურება ნიშნავს...

იცხოვრე ერთი ღამე მეცხვარის ცხოვრებით - ლაშა პაპაშვილი მთაში უნიკალურ ტურისტულ ზონას აკეთებს

იცხოვრე ერთი ღამე მეცხვარის ცხოვრებით - ლაშა პაპაშვილი მთაში უნიკალურ ტურისტულ ზონას აკეთებს
person access_time2018-10-17 18:00:00
უნიკალური პროექტი - სწორედ ასე უწოდებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი იდეას, რომელსაც საფუძველი 5 წლის წინ ჩაეყარა და დღეს რეალობად იქცა. საქართველოს საზღვრისპირა  რაიონში, თუშეთის სოფელ ვაკისძირში, სადაც სამანქანო გზაც კი არ არის და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტს ცხენით მოუწევს მანძილის გავლა, უკვე დანიშნულების ადგილას მისულს იშვიათი სანახაობა დახვდება. „მთელი ამბავი არის იმაში, რომ მეცხვარეობის ინდუსტრია, ფაქტობრივად, მსოფლიოში აღარ არსებობს. ყველაფერი ბარში...


მსგავსი სიახლეები

up