„ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით ერთ-ერთი შენიშვნა საბაჟო ტერმინალზე ტვირთის ხანგრძლივი შეყოვნებაა“

„ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით ერთ-ერთი შენიშვნა საბაჟო ტერმინალზე ტვირთის ხანგრძლივი შეყოვნებაა“

access_time2019-12-10 12:30:09

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი ნოემბერში მკაცრად გააფრთხილა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.


თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიზნესმენთა ნაწილისთვის ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმპორტიორებისთვის ჯერ კიდევ არსებობს რიგი ბარიერები. 


„ახლა შედარებით შემცირდა, თუმცა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საბაჟოზე იმპორტიორი კომპანიები ხშირად ხვდებოდნენ ე.წ. ყვითელ დერეფანში,რაც დროის ფაქტორის თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტრანსპორტის გაჩერება რაღაც პერიოდი ხდება, შემდეგ უკვე უწევთ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შესვლა და გარკვეულწილად დრო იქაც ეკარგება. გარდა ამისა, წინასწარ უწევთ აგრეთვე გადასახადის გადახდა ანუ 5 დღიანი ვადა, ის რაც არის განსაზღვრული, რიგ შემთხვევაში არ აქვთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია ბიზნესისთვის და ამის გამოსწორებას ვისურვებდით.  გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გმო-ზე აჩერებენ და სანამ არ მოხდება გადამოწმება, რიგ შემთხვევაში 2-3 დღე უწევთ ტვირთის ხანგრძლივი შეყოვნება საბაჟო ტერმინალზე, რაც ვფიქრობთ მოგვარებადი საკითხია, ამიტომ ესეც ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით ერთ-ერთი შენიშვნაა, ამაზე მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ სასიკეთოდ მოგვარდება“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.



„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს ყალბი დღგ-ს სქემასაც უკავშირებს.


„მთავარი პრობლემა უკავშირდებოდა არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიერ ყალბი აქტივების შექმნას და შემდეგ დღგ-ს დაბრუნების თემას, ვფიქრობ ამითაც აიხსნება საბაჟოზე არსებული სიმკაცრე. ეს წესიერ ბიზნესს პირდაპირ არ ეხება, როგორც ჩანს ეს იყო თემა რომელმაც გადაწყვიტილება იქონია, იმ საკადრო ცვლილებებზე რაც განხორციელდა. პრობლემა ის იყო, რომ დარიცხვები არაპროპორციულად მიმდინარეობდა, რაზეც ფინანსთა მინისტრიც საუბრობს, რომ უფრო ლიბერალური მიდგომა იქნება გამოყენებული. თუმცა აქ საგანაცხადო ადმინისტრაციული ორგანოს გამტყუნებაც - რთულია, რადგან თავის მხრივ ის ცდილობს ყველა შემომსვლელი მაქსიმალურად შეამოწმოს, რადგან მასაც აქვს ის შიშები, რომ ხვალ თუ ვიღაც შეამოწმებს არ იფიქროს, რომ კორუფციულ გარიგებაში შევიდა რომელიმე ბიზნესთან და ნაკლები დაწერა. თუმცა იქ არსებული პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, დღეს უკეთესი მდგომარეობაა და ბიზნესი ნაკლებად ფერხდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და ვცდილობთ ყველა მსგავსი პრობლემა აღმოვფხვრათ“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.


ნინო თამაზაშვილი





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up