ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში 2016 წელს 1755 საჩივარი შევიდა

ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში 2016 წელს 1755 საჩივარი შევიდა

access_time2017-04-08 10:00:42

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში კომპანიებისა და მეწარმეების მხრიდან 2016 წლის განმავლობაში 1755 საჩივარი შევიდა. რაც გასული წლის მაჩვენებელზე 72 საჩივრით ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით : საანგარიშო პერიოდში დავების განხილვის საბჭოს 51 სხდომა ჩატარდა. განსახილველად გატანილი იქნა 1615 საჩივარი.

 

გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1389 საქმეზე. სადავო თანხა კი 638 მილიონი ლარი იყო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 433 საჩივარი. 640 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 316 საჩივარი განუხილველად დარჩა. 1615 საჩივრიდან უმეტესი ნაწილი წარმოდგენილი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და ფიზიკური პირების მიერ.

 


განხილულ საჩივრებში ჭარბობდა შემდეგი დავის საგნები: საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება; 2. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები; 3. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის გამო გამოსაქვითი ხარჯის შემცირება; 4. ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრა; 5. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება; 6. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების გამოვლენის შედეგად განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება 7. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება 8. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით განსაზღვრა. 9. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები 10. ამხანაგობაში მომსახურების შეტანის გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად მომსახურების მიწოდებად განხილვა 11. მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა 12. სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხის აღნიშნული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად მიჩნევა 13. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის განსაზღვრის გამო გამო განხორციელებული დარიცხვა 14. არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 15. არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა 16. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები. 



 




„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...


მსგავსი სიახლეები

up