„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

access_time2020-11-27 18:00:38

რა ცვლილებები შედის საქართველოს საგასახადო კოდექსში, რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები,  ამ თემებზე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს.


„კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი ავტომატური დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი ღირებულების გადასახადი ავტომატური დაბრუნება პასუხობს იმ მოდელს, რომელიც ახლა არის. ნებისმიერ პირს შეუძლია ამ მოდელის მიღება. მანამდე კი იყო განსხვავებული და ადმინისტრაციულ ჩართულობას გულისხმობდა.


ნებისმიერი დღგ-ს გადამხდელ კომპანიას, სადაც ჭარბობს დასაბეგრი ოპერაციები, მას წარმოექმნება დამატებითი ღირებულების გადასახადი, მისი ასახვა კი ხდება დეკლარაციის წარგდენის მეშვეობით. შეიქმნა რისკ დაფუძნებული მოდელი სოფტის სახით შემოსავლების სამსახურში, სადაც არსებობდა ორი დერეფანი. ერთი მწვანე დერეფანი იყო, მეორე წითელი. მწვანე გულისხმობდა იმას, რომ თქვენ რისკი არაფერი არ გქონდათ და ეს თანხა ავტომატურად დაჯდებოდა თქვენს პირად ბარათზე, ხოლო წითელი დერეფნის ნაწილში - დამატებითი რისკები ირთვებოდა, საჭირო ხდებოდა აუდიტის ჩართვა ან სხვა ფორმების გამოყენება,“
- ამბობს პაატა შურღაია.


ის ასევე თანხის ავტომატურად დაბრუნების საკითხს განმარტავს.


„ეს თემა რამდენიმე ნაწილად შეიძლება გავყოთ. 2010 წლამდე იყო პრაქტიკა, შემდეგ დაიხვეწა. დღგ თავისი არსით ისედაც ჩვენ გვეკუთვნოდა, უბრალოდ გართულებული იყო მისი დაბრუნება. თუ შენ აღრიცხვა სწორად გქონდა გაკეთებული, მიმართვა უნდა განგეხორციელებინა თანხის დაბრუნების შესახებ, ფორმა იყო რომ ხშირ შემთხვევაში ინიშნებოდა საგადასახადო შემოწმება. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ბიზნესს შორის ნაკლები იყო. დღეს კი ე.წ შემოწმების ნაწილი ჩახსნილია.


წინა პრემიერის დაანონსებული ნაწილობრივ ავტომატური დაბრუნების რეჟიმი გულისხმობდა იმას, რომ ყოველთვიურად მომხდარიყო მოკლე აუდიტის ჩატარება. ახლა ეს აუდიტი არ ტარდება, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ თუ მწვანე ზონაში იქნებით, თანხა ავტომატურად დაირიცხება ანგარიშზე. 



რთულია ცალსახად, რომ ვთქვათ, რომელი სექტორისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი. დღგ-ს არსი არის ის, რომ თუ შესყიდვები უფრო მეტი გაქვს განხორციელებული, ვიდრე გაყიდვები, წარმოგეშვება ჩასათვლელი ოპერაციები/„დასაბრუნებელი დღგ“. შეგვიძლია გავყოთ ისეთი ორგანიზაციები, როდესაც ოპერაციები, შესყიდვები და გაყიდვები დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრება და ამ შემთხვევაში ეს კომპანია ორიენტირებულია მოგებაზე.


თუმცა,ისეთი ორგანიზაციებს,რომლებსაც დასაბეგრი ოპერაციები არ გააჩნიათ, მაგალითად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ნაწილში შეიძლება იყოს გადაზიდვების კუთხით, რომელსაც ჩათვლის მიღების უფლება აქვს. ხოლო გაყიდულ საქონელზე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ წარმოეშვება. აი, ასეთი ორგანიზაციებისთვის ძალიან კარგია, ისინი თანხას ავტომატურად დაიბრუნებენ, კარგია ის რომ ლიკვიდურობის ნაწილში ამ თანხას მაინც იბრუნებდი, მაგრამ დროსთან იყო დაკავშირებული. ახლა კი, როდესაც დეკლარაციას წარადგენთ, მეორე დღესვე აისახება თქვენს ანგარიშზე. ამ კომპანიას ერთი თვის ნაწილში გაეზრდება ლიკვიდურობა, ფულადი რესურსები უფრო გამოუჩნდება და ერთ თვეს არ დაელოდება, იმისთვის რომ ეს თანხები რაღაც საქმიანობაში დააბანდოს. მე მაინც მივცემდი გადასახადის გადამხდელს არჩევანის უფლებას, ვისაც უნდოდა გამოიყენებდა ავტომატური დაბრუნების უფლება,“
- ამბობს პაატა შურღაია.


მისი თქმით, ევროდირექტივით საგადასახადო კანონმდებლობაში ყველაზე რთულ საკითხს დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენდა.


„ევროდირექტივის მთავარი ნაწილია ის, რომ მთლიანად საგადასახადო სამართლის ნაწილის დაახლოება უნდა მოხდეს. მათ შორის შეიძლება სხვა გადასახადებიც ვიხილოთ. ყველაზე რთული ნაწილი იყო დამატებული ღირებულების გადასახადი. ევროკავშირის კანონმდებლობა რახანაა, არსებობს გამოცდილებაც და ინტერპრეტაციების ასზე მეტი პრეცედენტია უკვე განმარტებული და სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებებიც გვაქვს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გაუგებრობების შემთხვევაში, ინფორმაციას მოვიძიებთ და მაგალითის სახით მოვიყვანთ. 


ნებისმიერი საერთაშორისო დონის კომპანიის შემოსვლა წყდება გარანტიებზე დაფუძნებით. დიახ, მნიშვნელოვანია საგადასახადო განაკვეთი, ადმინისტრაციული ნაწილის გამარტივება, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გარანტიების ნაწილში ხდება ინდივიდუალურად. ეს არ არის კარგი, ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ რეპუტაცია, რომ მასზე ვიყოთ დაყრდნობილი და ბიზნესები ამ ნდობის საფუძველზე შემოვიდნენ,:“ -ამბობს პაატა შურღია.


პაატა შურღაია აღნიშნავს,  რომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა დაიწყონ ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით დროული გადაწყობა.


„ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ბიზნესთან. ჩვენ ნაწილობრივ ამას ვაკეთებთ, ბიზნესიც მოგვყვება. მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელი როგორ დაგეგმავს ამ პროცესს, გადაწყობა უნდა მოახერხონ, მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს, რათა მათი ბიზნეს სტრუქტურა და პროცესები ისე იყოს აწყობილი, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადონ.


ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, პირობითად არის განმარტებული და ჩემი შეფასებით, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს. ეს ინსტიტუტი საჭიროებს გაძლიერებას. თუ შევხედავთ დავების საბჭოს, საგადასახადო დავა ორ ეტაპიანია, პირველად ხდება შემოსავლების სამსახურში განხილვა, რომელიც ბუტაფერიულია და ცალსახად არ მუშაობს, ხოლო მეორე ინსტიტუციაა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, რომელიც მეორე ფაზაში განიხილავს გადასახადის გადამხდელის საკითხს“,
- ამბობს პაატა შურღაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up