ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო საკითხებზე ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო საკითხებზე ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრები გამართა

access_time2017-03-07 18:21:42

საქართველოსფინანსთასამინისტრო ბიზნესთან დიალოგს აგრძელებს. საგადასახადო საკითხებზე დღეს, 7 მარტს გაიმართა შეხვედრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბანკების ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლევან წითელაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად საგადასახადო კანონმდებლობასა და მასში ბიზნესის მიერ ინიცირებულსაკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოები, აგრეთვე საგადასახადო კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტების საკითხები.აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მოწოდებულია, ბიზნესთან დიალოგის გზით, ისეთი ცვლილებები შეიტანოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც უფრო დახვეწს და გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას გადასახადის გადამხდელებისთვის.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკის მიზანი კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე, ბიზნესის დაწყების და განვითარებისათვის, მიმზიდველი და ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საგადასახადო ადმინისტრირება გამარტივებული და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

 


მიღწეული შეთანხმებით, განსაზღვრულ პერიოდის ვადაში ბიზნეს გაერთიანებები ფინანსთა სამინისტროს წერილობით მოაწვდიან კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს.

 

დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს დისკუსიებს მართავს ბიზნეს გაერთიანებებთან და სავაჭრო პალატების წარმომადგენლებთან საგადასახადო კოდექსის სრულყოფის მიზნით.

 

 

 

 



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up