ფინანსთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას

ფინანსთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას

access_time2020-11-17 16:52:01

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიშს ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო, პასუხისმგებელია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე.



ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ფულის გათეთრების (მათ შორის, კონტრაბანდა, გადასახადებისაგან თავის არიდება და სხვა დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვრის კვეთასთან) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხელს უწყობს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრედიკატული დანაშაულების გამოძიებას ქვეყანაში და აქტიურად მონაწილეობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და რისკების შეფასების ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.




დოკუმენტში საუბარია, ქვეყნის როლზე, განაგრძოს პარალელური ფინანსური გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის იდენტიფიცირებისა და გამოძიების მიმართულებით.



რეკომენდაციის სახით ანგარიში მიუთითებს, საგამოძიებო სამსახურსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჭრილში.



ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების ხელშეწყობა, რომლის საფუძველზე ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებულმა გამოძიებამ უკანასკნელ წლებში (2017-2018) ბრალდებულ პირთა სტატისტიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.



ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანაზე მკაცრი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ამ მიმართულებით განხორციელდა Moneyval-ის კომიტეტის მიერ 2012 წლის (მეოთხე რაუნდის) შეფასების შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის შეფასება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 32-ე რეკომენდაციასთან მიმართებით, ორი საფეხურით გაუმჯობესდა.



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პარალელური გამოძიების ხელშეწყობასა და ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up