ფინანსთა მინიტრის ხელმძღვანელობით ბაქოში ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

ფინანსთა მინიტრის ხელმძღვანელობით ბაქოში ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

access_time2018-11-20 15:46:12

ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.



სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ სამირ შარიფოვთან.



ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ტურიზმის, საბაჟო სფეროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას.




ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფის ფორმატში დააყენა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები როგორიცაა: იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების საქონელზე აზერბაიჯანის მიერ დაწესებული განსხვავებული სააქციზო განაკვეთები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესაძლებლობის დაშვება,თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. აგრეთვე, ხაზი გაესვა ახალი, ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტის პროექტის მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები რეგიონში.



მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არსებობს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან, რათა უფრო აქტიური იყოს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა.



დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე. შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.








ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...


მსგავსი სიახლეები

up