ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა

access_time2021-05-06 11:50:00

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესია, რომელსაც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში გაუძღვა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც ცნობილია, ფორუმი დაგეგმილი იყო თბილისში, თუმცა გლობალური პანდემიის გამო აღნიშნული ღონისძიება კვლავ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.


„2024 წელს, ჩვენ უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვიმედოვნებ, ამ დროისთვის, ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.


მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ასეთ რთულ ვითარებაში ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას, განხილულ იქნას თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაესვას აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.


გლობალურ პანდემიაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ADB-ის წვლილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.


„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისთვის შემუშავებული 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამჟამად, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვაქცინა უკვე შექმნილია და ვაქცინაციის პროცესიც დაწყებულია, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს ვირუსთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, ვაქცინების მარაგების მხრივ. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ხარვეზი და გაიზარდოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის როლი ამ პროცესში,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.



მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის საფუძვლების განმტკიცებას და შოკის მიმართ მდგრადობას.


„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მხარდამჭერია და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. უფრო მეტი ინტეგრაცია, ღიაობა და დაბალი ბარიერები, მსოფლიო ეკონომიკური არქიტექტურის საკვანძო ფაქტორებია და ჩვენ სწორედ მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მან, ასევე, ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე კერძო სექტორის განვითარების პროცესში.


„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი, რადგან ის ნამდვილად არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. ADB–ის როლი აქაც მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კერძო სექტორს, მხარდაჭერის ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი, ამიტომ საჭიროა ფიქრი ახალი მექანიზმების შემუშავებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა. ადამიანური კაპიტალის ინდექსში პირველი ოთხი ქვეყანა სწორედ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა. მიუხედავად ამისა, არიან ქვეყნები, მათ შორისაა საქართველოც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამორჩებიან სხვებს თავის მონაცემებით. ეხმარება რა წევრ სახელმწიფოებს ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმირებაში, აზიის განვითარების ბანკმა დააგროვა დიდი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, ბანკი იქნება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის აღდგენის საერთო დღის წესრიგის შემდგომი განვითარებისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვენების მმართველებს და ბანკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორობისთვის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up