„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გასაგებია, მაგრამ მთავრობამ ბიზნესის პრობლემები უნდა გაითვალისწინოს“

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გასაგებია, მაგრამ მთავრობამ ბიზნესის პრობლემები უნდა გაითვალისწინოს“

access_time2020-02-24 10:45:39

„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. ზღვარის აწევის შემდეგ იყო რისკი, გაძვირებული ლარის პირობებში ხომ არ დააზიანებდა ეს სამშენებლო სექტორს. თუმცა, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორი კარგად ვითარდება, ზრდაც მაღალია. დაკრედიტებაც საკმაოდ დიდი ტემპით მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემი ამის საჭიროებას არ მოითხოვს“, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის გადახედვასთან დაკავშირებით კითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.


BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძისთვის ფინანსთა მინისტრის პოზიცია გასაგებია, თუმცა იმედოვნებს, რომ მთავრობასთან ამ კუთხით მოლაპარაკებები გაგრძელდება და ზოგიერთი ბიზნესისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ეს საკითხი გამონაკლისს დაუშვებენ.


„ეს ფინანსთა მინისტრის პირველი განცხადება არ იყო, მან ამ თემაზე ჯერ კიდევ დეკემბერში ისაუბრა, რომ ეს მიდგომა დედოლარიზაციის იმ საერთო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელიც აქამდე იყო. ივანე მაჭავარიანმა მაშინ გამოთქვა შიში, რომ თუ ჩვენ ამ ბარიერს დავწევთ, ადამიანები აქტიურად დაიწყებენ ლარში არსებული სესხების დოლარში რეფინანსირებას. ჩვენთვის ეს პოზიცია გასაგებია, თუმცა მეორეს მხრივ კარგად უნდა დავაკვირდეთ კონკრეტულ ბიზნესებს, მაგალითად სამშენებლო, საავტომობილო და ა.შ. ამ ბიზნესისთვის ასაღები სესხები ძირითადად 100 000-დან 200 000-მდე მერყეობს, რომელსაც მომხმარებელს ლარში ვთავაზობთ და ამით სესხების საპროცენტო განაკვეთებს უსაშველოდ ვუზრდით. სამომხმარებლო სესხები 18-20%-მდე, ხოლო იპოთეკები 13-14%-მდეა გაზრდილი, შესაბამისად ეს ამ ბიზნესებს აზარალებს. ერთის მხრივ ჩვენ მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა ამ კონკრეტულ პროდუქტებზე და მეორეს მხრივ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია. კონკრეტული ბიზნესები, მაგალითად ავტომობილების შემთხვევაში, საცალო გაყიდვები მნიშვნელოვნად 30-40%-მდე შეუმცირდათ. შესაბამისად ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რაღაც ფორმით ისეთი სქემები უნდა მოვიფიქროთ, რომ შეიძლება 200 000-დან 100 000 ლარამდე საყოველთაო დაწევა არ მოხდეს, მაგრამ შეღავათები გავაკეთოთ, მაგალითად იმათთვის ვისაც შემოსავალი დოლარში უფიქსირდება და არ არიან სავალუტო რისკებზე მიბმულები, გამონაკლისი დავუშვათ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.


მისივე თქმით, თუ ადამიანს დოლარში უფიქსირდება შემოსავალი ან გადმორიცხვებს უცხოეთიდან იღებს, ბუნებრივია მას ლარში სესხის აღებას ვერ მოვთხოვთ, რადგან ეს არასწორია. აქედან გამომდინარე, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ აუცილებელია მთავრობასთან დიალოგის გაგრძელება და შუალედურ ვარიანტზე შეჯერება.



„ვფიქრობ, რომ მინისტრის პოზიცია გასაგებია და ეს საერთო პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ მეორეს მხრივ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ბიზნესის პრობლემები და ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული საქონლის შეძენის სურვილი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ განვაგრძოთ მოლაპარაკებები ამ კუთხით და მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ერთის მხრივ იმ საერთო ტენდენციიდან არ ამოგვაგდებს, რასაც დედოლარიზაცია ჰქვია და მეორეს მხრივ ბიზნესი და ჩვენი მომხმარებლები მძიმე დღეში არ იქნებიან. ახლა ფაქტიურად  ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ 200 000 ლარამდე გაქვთ რისკი იმისა, რომ დოლარში თუ გადაერთვებით და 5%-იან სესხს აიღებთ, თქვენ შედიხართ გრძელვადიან რისკში, რადგან არ ვიცით ხვალ და ზეგ კურსი როგორი იქნება, თუმცა მიუხედავად ამისა რეალურად დღეს 15%-იანი სესხი ლარში და 5%-იანი დოლარში 10 წლიანი პერსპექტივით დიდ სხვაობას იძლევა. თუ ადამიანს დოლარში უფიქსირდება შემოსავალი ან თუკი იღებს გადმორიცხვებს უცხოეთიდან, ბუნებრივია ამ ადამიანს, რომ  სესხი ლარში მოვთხოვოთ არ იქნება სწორი, რადგან ის დაცულია ამ რისკებისგან და მას შეუძლია დოლარში სესხი მარტივად დაფაროს. ვფიქრობთ, ისეთ მექანიზმზე გადასვლას, რომელიც შეიძლება ყველას არ შეეხოს, მაგრამ ბიზნესის გაყიდვების ვარდნა შეამციროს.


ჩვენი მიზანია, რომ საბოლოო მოხმარება, რომელიც ლარზე ხელმისაწვდომობის გართულებამ შეამცირა, რაღაცა სხვა ფორმით დავაბალანსოთ და დოლარზე თუ ევროზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. თვითმიზანი მარტივია - ბიზნესი და კონკრეტული ინდუსტრიები არ მოკვდეს, ამიტომ ჩვენ თუ კარგად დავინახავთ ამ საფრთხეებს და მთავრობასთან განვიხილავთ, შეიძლება რაღაც შუალედურ ვარიანტზე შევჯერდეთ და კომპანიების ზიანის კომპენსირება მოვახდინოთ,“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 იანვრიდან ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა მხოლოდ უცხოელებზე შეუძლიათ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ახერხებენ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up