"ბატონი მამუკა ვერ არჩევს ბრუნვას და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში" - ეს განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაპარლამენტში შემაჯამებელი გამოსვლის დროს.
„ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევადაროთ და ვნახოთ, რომ საგადასახადო დაბეგვრის ნაწილი სათამაშო ბიზნესში, არის ერთ-ერთი ყველაზემაღალი თუ შევადარებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ასევე როცა კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ, ადამიანისგან, რომელიც არენდობოდა საკუთარი კომპანიის მიერ დაფუძნებულ ბირჟას და არ ახდენდა აქციების საკუთარ ბირჟაზევე გამოშვებას, ძნელია მიიღოშენიშვნა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მაშინ როცა ჩამოვთვალეთ, რა ნაბიჯებია გადადგმული ამისთვის", - განაცხადა ფინანთამინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.