„ფინანსთა მინისტრის მოლოდინები არ გამართლდება“ - ექსპერტები 2021 წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას სკეპტიკურად უყურებენ

„ფინანსთა მინისტრის მოლოდინები არ გამართლდება“ - ექსპერტები 2021 წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას სკეპტიკურად უყურებენ

access_time2020-11-16 10:00:33

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე შევა.

 

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია თვლის, რომ ფინანსთა მინისტრის პროგნოზი არარეალურია და მთავრობა წლებია სავალუტო ფონდის პროგნოზებს ეყრდნობა, რომლებიც მას გამუდმებით ცვლიან.

 

„სავალუტო ფონდის პირველი პროგნოზი 5%-იან ზრდას ვარაუდობდა, ჩვენ ვთქვით,  რომ ეს პროგნოზი 2021 წლის ბოლომდე ბევრჯერ შეიცვლებოდა, შედეგებმაც არ დააყოვნა და სავალუტო ფონდმა ეს პროგნოზი 4,3%-მდე უკვე შეცვალა. ზოგადად, სავალუტო ფონდის და სარეიტინგო კომპანიების პროგნოზები ამინდის პროგნოზივითაა, რაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს არ შესრულდეს.


ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გაუტოლდეს ეს არის ჩინეთი, სხვა სახელმწიფოები ამ მაჩვენებლებს 2021 წელს ვერ მიაღწევენ, მათ შორის ვერც საქართველო. ასევე სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი გამართლდა იმის შესახებ, რომ ტურისტული ბიზნესი, 2-3 წელი ვერ დაუბრუნდებოდა ძველ ნორმას და ვერ გამოსწორდებოდა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

გამოვეხმაურები ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ ეკონომიკაში არის დადებითი ძვრები, ეს განცხადება გააკეთა მაშინ როცა ბიზნესს ძალიან უჭირს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხარჯები იგივე აქვთ, მაგრამ წაგებაზე არიან. გამომდინარე იქიდან,  რომ მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ საქართველოს მთავობა, ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები და ბიზნესმენები ერთმანეთთან ძალიან ასინქრონებულ რეჟიმში არიან. შესაბამისად, სამწუხაროდ ის მოლოდინები, რაც მთავრობას და ფინანსთა მინისტრს აქვს არ გამოვა, ამას ბევრი რამ ადასტურებს“, -აღნიშნავს შენგელია.

 


ექსპერტი თვლის, რომ წლების განმავლობაში სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გამო, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმის სექტორზე იყო ჩამოკიდებული, ხოლო ლარის კურსი ემგრანტების შრომაზე.


„რვა წლის განმავლობაში ჩვენ მთავრობას არაფერი გაუკეთებინა გარდა იმისა, რომ შეესრულებინა ის რეკომენდაციები, რაც მოდიოდა სავალუტო ფონდიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მათი რეკომენდაციებით საქართველოს ეკონომიკა ჩამოკიდებული იყო მხოლოდ ტურიზმის სექტორზე, ხოლო ლარის კურსი ჩამოკიდებული იყო ემგრანტების შრომაზე, რომელიც შემდეგ ლარში ხურდავდებოდა. სხვა არაფერი უკეთებია ამ სექტორს, არაფერი უკეთებია ერონულ ბანკს, რომელიც თავისი რეგულაციებით, მხოლოდ ასრულებდა მათ მითითებებს.  ეკონომიკური ზრდა უნდა ხდებოდეს, ისე რომ აისახეოდეს ადამიანების კეთილდღეობაზე, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა მშპ-ში, რომელიც კარგა ხანია არ გვიჩვენებს ადამიანების კეთილდღეობას.

 

2021 წელს ასეთი სურათი გვექნება,  ლარის კურსს აქვს დიდი გამოწვევა, ძალიან ბევრი ვალებია გადასახდელი და თუ ამის რესტრუქტურიზაცია ვერ მოახდინეს, კატასტროფა გვექნება და კიდევ მოგვიწევს სესხების აღება“, - განმარტა ნიკა შენგელიამ.

 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს ვერ აჩვენებს.

 

„ზოგიერთი ქვეყანის ეკონომიკური ზრდა მინუსებიდანაც კი ამოვიდა და დადებით ნიშნულთან მივიდა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და როგორც მსოფლიო, საქართველოც დაუბრუნდება დადებით მაჩვენებელს.თუმცა ახლა ისევ დიდი საშიშროებაა მასიური ლოკდაუნის, საქართველოში კი ეს გამოიწვევს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა მომავალ თვეებში არ იქნება და სანამ ვაქცინა არ გავრცელდება, ეკონომიკური თვალსაზრისით იგივე სურათი გვექნება, ანუ 2021 წელსაც ჩვენ ჩემი აზრით ეკონომიკურ ზრდას ვერ ვაჩვენებთ.

 

ჩვენთან რეგიონში დამატებით კიდევ ერთი რისკი იყო, ეს არის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, რომელიც საბედნიეროდ დამთავრდა, თუმცა არ ვიცით თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოში, შეიძლება ერთი მხრივ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი პარტნიორის პოტენციალი, იმიჯი და ტვირთბრუნვა და მეორეს მხრივ თუ მათ რეგიონში აღდგება ვაჭრობა ეს ნიშნავს, რომ დადებითი ეკონომიკური ძვრები რაც რეგიონში მოხდება ჩვენზეც დადებითად იმოქმედებს.

 

2021 წლის ბიუჯეტი ჯერ არ დამტკიცებულა, ჩემი აზრით თუ იგივე სურათი გაგრძელდება პანდემიის კუთხით, თუ ტურიზმი არ აღდგება და ისევ იქნება ლოქდაუნი, 2021წელს 4.3 %-იანი ზრდა ვერ გვექნება. საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2021 წელს ჩვენ ეკონომიკური ზრდის დაწყებას ველოდებით.  თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოლოდინი იყო უფრო მაღალი ზრდის, გადაიხედა და ეს პროგნოზები შემცირდა, შეიძლება კიდევ შეიცვალოს“, - განმარტავს მჟავანაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up