ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო

access_time2017-11-07 19:41:28

„დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნეს დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

 

როგორც „კომერსანტს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, კანონპროექტის შესაბამისად, საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა,დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულისპერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%.რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

 

ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებელ კომპანიებს წარმოადგენენ, დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მთავრობის ხედვის შესახებ საპენსიო სქემის ჩამოყალიბასთან დაკავშირებით.


 


სხდომაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს მოსაზრებებისაპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობა აღნიშნულ საკითხზე შეჯერებულ კომენტარებს წარუდგენს.

 

 

 



სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?
access_time2021-02-26 10:00:24
      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს. რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში...

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...


მსგავსი სიახლეები

up