ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო

access_time2019-02-12 19:08:44

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა.


როგორც „კომერსანტს“  ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ დასახლებებში გამართულ სოფლის კრებებს, ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი.


ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.


სოფელ ქვემო მაღაროში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გაკეთდება გარე განათება, „რკინიგზის" უბანში შეკეთდება ჭაბურღილი და მოწესრიგდება საბავშვო ბაღის ეზო. ზემო მაღაროში მოიხრეშება სოფლის შიდა გზები და გაკეთდება გარე განათება.



ქვემო ბოდბეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოეწყობა ახალი სკვერი, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია და მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები. სოფელ ბოდბეში შემოიღობება სპორტული მოედანი, მოიხრეშება გზები და დამონტაჟდება გარე განათება.


მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ილიაწმინდაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობას და მოეწყობა გარე განათება.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2019 წლიდან აღდგა. პროგრამის მოცულობა 40 მლნ ლარია.









New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up