ფინანსთა მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზე - ორი სარეზერვო ფონდი არსად არ არსებობს და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზე - ორი სარეზერვო ფონდი არსად არ არსებობს და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს

access_time2018-12-07 15:35:19

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საკითხზე ახალარჩეულ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციები გაიმართება. ფინანსთა მინისტრის მოდგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციები 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე გაიმართება და ფინანსური დოკუმენტი პრეზიდენტთან შეთანხმებული სახით იქნება მიღებული.


„პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვების პროცესში გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით. თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ორი ფონდი არ არსებობს. არის ერთი ფონდი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. ფონდის განკარგვის კუთხით შეიძლება პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჰქონდეს. ბიუჯეტის დამტკიცებამდე, გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები და საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეთანხმდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კაკაურიძემ.


კონსულტაციების საჭიროებას ხედავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯმდომარე ირაკლი კოვზანაძეც. მისი აზრით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეკვეცილი დაფინანსება სრულად პასუხობს და შეესაბამება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. ამასთან, კოვზანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რომლის გამოყენებაც კონსულტაციებისთვის უნდა მოხდეს.



როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9 800 000 ლარიდან 6 000 000 ლარამდე მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.


ipn






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up