ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია

access_time2020-10-01 16:00:00

პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილის თქმით, ბიუჯეტის პირველადი ვერსია მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გადამუშავდება.



„მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში წარადგინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, Covid19-ის პანდემიის გამო, გაურკვევლობა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს. 2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება -4.9% , თუმცა, 2021 წელს უკვე დავუბრუნდებით 5%-იანი ზრდის ნიშნულს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს, იქნება 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 2021 წელს ჩვენ გვექნება 5,1% ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.




როგორც მან განაცხადა, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს.



„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.



მისი თქმით, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ჯერჯერობით არ არის ასახული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები.



„პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის - არც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი, მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება რა ინფორმაცია იარსებებს ვაქცინაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შეძენის ხარჯები თუ ისევ ტესტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. თუ ორივე მათგანი იქნება გასათვალისწინებელი. ასევე, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით. ოქტომბერში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც გამოქვეყნება მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები. სწორედ ამის მიხედვით ჩვენ გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას. რა უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა - უფრო სწრაფ აღდგენაში უნდა დაეხმაროს ეკონომიკას თუ გაგრძელდეს მხარდაჭერის მიმართულებით ღონისძიებები. ასევე, სოციალური კუთხით, ჩვენ ვნახავთ თუ რა საჭიროებები დადგება, ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ გაგრძელდება, თუმცა ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა კიდევ მივიღოთ გაგრძელების გადაწყვეტილება. ამას გვაჩვენებს მსჯელობა, ანალიზი თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up