ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია

access_time2020-04-30 17:04:46

ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის საბიუჯეტო გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან გამჭვირვალობა გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას. გამოქვეყნდა ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ფინანსდება. 2019 წლის მონაცემებში ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული ის მაღალი პოზიცია, რასაც ჰქვია მსოფლიოში მეხუთე ადგილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში არის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 14 ქულას შეადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს 28- ქულა, რაც 6 ქულით გაუმჯობესებაა. თუმცა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. USAID-ის დახმარებით, უკვე გავაკეთეთ ახალი პლატფორმა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი განხილვების პროცესში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up